ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა   337 ადამიანი

ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი

access_time2020-10-21 12:03:27

დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბერდია სიჭინავამ, 21 ოქტომბრის მონაცემებით არსებულ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, დადასტურებული გვაქვს 1351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს.

დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირებულია - 445, აჭარაში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 1.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა მიმდინარე გვაქვს 11 033, 20 ოქტომბრის მდგომარეობით. მათ შორის: 3071 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში - 637.

მძიმე პაციენტი გვყავს 372 პირი, ხოლო თბილისში მკურნალობის კურსს აქედან გადის - 186, ხოლო აჭარაში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, თბილისში 52 პირი , აჭარაში - 11.


1772 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 - თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

ამ ეტაპზე, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში - 1007, აჭარაში -2215.

6-20 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში გვყავს 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3599 პირი იმყოფება, აჭარაში - 8808, იმერეთში - 3341.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 21 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up