ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე.
„თუ არ გნებავთ პარლამენტში შემოსვლა ძვირფასო ოპოზიციონერო კოლეგებო, შემობრძანდით საგამოძიებო კომისიაში. ჯერ აქედან დავიწყოთ. გვსმენია ოპონირება, რომ რა დასკვნაც არ უნდა მიიღოს კომისიამ, მაინც სესიამ უნდა მიიღოს დადგენილება, სხდომაზე კი ბუნებრივია, უმრავლესობა იღებს. ჩვენ გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, კარგად გავიგოთ ეს რას ნიშნავს, ანუ ისინი არა მხოლოდ შემოთავაზებებით, არამედ რეზულტატითაც იქნებიან დაინტერესებულები და თქვენ თუ მობრძანდებით და პროცესში მიიღებთ მნიშვნელოვან მონაწილეობას, თქვენ დაიჭერთ რეზულტატს. ამიტომ, ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერებს, მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე და რეზულტატის მიღებაზე. ეს იქნება ნამდვილი პასუხი ევროპელი პარტნიორებისთვის. გარკვევით გვითხრეს, ნუ კი ჩხუბობთ, მიხვდით, რომ ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება სახელმწიფოს“,-აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
imedinews.ge