ბექა ოდიშარია S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაზე

ბექა ოდიშარია S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაზე

access_time2019-10-12 15:30:21




პარლამენტის წევრი, კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება.



,,ასევე, დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას. პოზიტიურადაა შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები. სარეიტინგო სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ ეს ღონისძიებები და ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ დადებითადაა შეფასებული მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა. ცალკეა აღნიშნული საგადასახადო სისტემის რეფორმები და განათლების რეფორმა“, აცხადებს ბექა ოდიშარია.




“ლელო” რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

“ლელო” რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ხაზარაძის თქმით, საზოგადოებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისთვის უნდა უნდა იბრძოლოს. “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა“

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  ჩაგვეტარებინა“
access_time2019-11-14 15:57:28
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა...

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...


მსგავსი სიახლეები

up