ბექა ოდიშარია - დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება - ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, საბოლოო მიზანია ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი

ბექა ოდიშარია - დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება - ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, საბოლოო მიზანია ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი

access_time2021-01-26 00:10:00

ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი, - ამის შესახებ დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.



მისი თქმით, მისასალმებელია პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების, ცალკეული კომიტეტების, პარტიის ლიდერების ჩართულობა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში.



„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს საკოორდინაციო საბჭოზე. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი მუდმივად არის ამ დისკუსიაში ჩართული. ხვალ იგეგმება გაფართოებული სხდომა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრებიან. მაშინ, როდესაც კოვიდ პანდემიის პირველი ტალღა იყო, რომელიც დამანგრეველი იყო მსოფლიოში არაერთხელ ისმოდა რომ დიასპორას სჭირდებოდა საკოორდინაციო საბჭოში ჩართულობის საშუალება. ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თბილისის მაჟორიტარების სახელით ისევე, როგორც თითოეული პარლამენტის წევრის სახელით, საზოგადოებას ვუთხრა, რომ თითოეული თქვენი გზავნილი არის ჩვენს მიერ განხილული და გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ ვსარგებლობ ჩემი კოლეგების მხარდაჭერით და მინდა გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.




IPN.GE










საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up