ბექა ოდიშარია - ჩემო მთაწმინდელებო და კრწანისელებო, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

ბექა ოდიშარია - ჩემო მთაწმინდელებო და კრწანისელებო, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

access_time2020-10-29 19:36:51

„ჩემო მთაწმინდელებო და კრწანისელებო, ჩვენ ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ, რომ თვალებში ჩაგხედოთ, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ მის წარდგენაზე შეკრებილ საზოგადოებას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, მისთვის დიდი პატივია იყოს იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მშვიდობისმყოფელი და ამ რვაწლიანი მშვიდობის პერიოდში აშენებს მაგისტრალებს, გვირაბებს, ხიდებს, ზრუნავს სოფელზე, ღირსეულად ეპყრობა ყველა პროფესიის ადამიანს, ადამიანის უფლებებს, პედაგოგებს, მედიცინის მუშაკებს, ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს, პატივს სცემს დედა ეკლესია და ყველა სხვა კონფესიას საქართველოში.



„ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ზრუნვას საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, დედაქალაქზე, გუნდის წევრი, რომელიც დედაქალაქს უბრუნებს ძველ ისტორიულ იერსახეს, უბრუნებს ორბელიანს და გუდიაშვილის მოედნებს, აშენებს ახალ ქუჩებს, ოღონდ უკვე გამოკვეთილად ევროპული იერსახით, უბრუნებს მზიურს, კიკვიძის ბაღს, მალე განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია, მალე თბილისელებს აჩუქებს ცენტრალ პარკს“, - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.



მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს იმ გუნდის წევრი, რომელმაც შექმნა საქართველოს ახალი კონსტიტუცია - ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია.




„ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც პირველად თავად თქვა უარი ძალაუფლების უზურპაციაზე, გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ურთიერთობა მქონოდა დიასპორის წარმომადგენლებთან. ჩემთვის, როგორც პირველი პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავლისთვის, რომლის ოჯახის წევრები დაკრძალული არიან ლევილის სასაფლაოზე, ეს იყო ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა მართლაც გმირობა გამოიჩინეს პანდემიის ჟამს და 31 ოქტომბერსაც მათი ხმა უმნიშვნელოვანესი იქნება.



„ჩემო ძვირფასებო, სადაც თქვენ ხართ, იქ ყველგან საქართველოა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყნაში ისევ გამოიჩინოთ გმირობა და 31 ოქტომბერს დააფიქსიროთ „ქართული ოცნების“ გამარჯვება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.



თავის გამოსვლაში ბექა ოდიშარიამ ახლგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის" უმნიშვნელოვანესია მათი თავისუფლება და ევროპული ხარისხის განათლება.



„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩემი შვილების თაობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც პირველად აკეთებს პოლიტიკურ არჩევანს და მათზე უფრო ასაკით უფროს ახალგაზრდებს - ჩვენი გუნდისთვის, „ ქართული ოცნებისთვის“ უმნიშვნელოვანესია მთავარი რამ - თქვენი სრული თავისუფლება, თქვენი ევროპული ხარისხის განათლება. სწორედ, ამიტომ შენდება თქვენთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თქვენთვის იქმნება ახალი გამწვანებული სივრცეები, შენდება საკონცერტო თუ სპორტული არენები.



თქვენთვის, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. თქვენ, ძალიან მალე, ისარგებლებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. თქვენთვის, რომ ადვილად გემოგზაურათ თავისუფალ სამყაროში „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება და ძალიან მალე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დასრულებამდე ჩვენ წარვადგენთ დასაბუთებულ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up