ბექა ნაცვლიშვილი - შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც

ბექა ნაცვლიშვილი - შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც

access_time2019-04-17 15:36:32

თუ შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უფლებებზე არ გავრცელდა, ჩვენ მშრომელების უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს.


გუშინ პროექტ “პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. როგორც დეპუტატი განმარტავს, მიუხედავად შრომის ინსპექციის მანდატისა, ზედამხედველობა გაუწიოს  სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მდგომარეობა მაინც სავალალო რჩება.


ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, შრომის უსაფრთხოების კანონს აქვს ხარვეზები - სანქციების მოცულობა მცირეა, ხოლო კომპენსაცია არ არის კანონით განსაზღვრული, რაც დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების გვერდის ავლას აიოლებს. მისივე აზრით, მხოლოდ ამ პრობლემის აღმოფხვრა საკმარისი არ იქნება.


„თუ შრომის უფლებები არ იქნება დაცული, უსაფრთხოების დაცვა ვერ მოხდება. მუშებს აქვთ კანონით მინიჭებული უფლება, რომ სამუშაო ადგილზე თუ მათი უსაფრთხოება არ არის  გარანტირებული, უარი თქვან სამუშაოს შესრულებაზე. ამის გამო მათ ვერავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან. ამ უფლების განხორციელება შრომის ინსპექციის ზედამხედველობის გარეშე ვერ განხორციელდება. მათ რომ მიმართონ სასამართლოს, პროცესი როგორც წესი წლები გაგრძელდება, ამიტომ ამ პროცესში შესვლა აზრს კარგავს.



გარდა ამისა,კანონით არ არის უზრუნველყოფილი  გათვალისწინებული სამუშაო დრო და შესვენება. მათ ხშირად უწევთ არანორმირებულ სამუშაო პროცესში შრომა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება სპონტანურად, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების გარეშე. ეს იწვევს მუშების გადაღლილობას და მათი უნარების დაქვეითებას. სამუშაოს დაკარგვის შიშით, ისინი ხშირად მზად არიან დათანხმდნენ ყველა პირობას. ამიტომ გვჭირდება ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც.


გარდა ამისა, უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეებით უზრუნველყოფა, რომლებიც მხოლოდ შრომის საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებელი. ჩვენი ეს მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს მიერ შარშან უგულებელყოფილ იქნა. უნდა გაიზარდოს სანქციები, რადგან დამსაქმებელს ამ შემთხვევაში მხოლოდ ფულის დაკარგვის ეშინია. უნდა განისაზღვროს კომპენსაციის მოცულობა, რომელიც დასაქმებული დაშავების თუ სხვა ფატალური შემთხვევის შემდეგ, დამსაქმებელს დაეკისრება.


და კიდევ ერთხელ, შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც. ტყუილია, რომ ამისთვის მომზადება გვჭირდება. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. რეფორმები უნდა განვახორციელოთ, ჩვენთვის, ჩვენი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის და არა ევროკავშირის გულის მოსაგებად, როგორც აქამდე ხდებოდა”, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.


IPN






საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up