ბექა ნაცვლიშვილი ეთანხმება რომან გოცირიძეს, რომ საქართველომ ხუთ წელიწადში 4.3 მლრდ. ლარი დაკარგა - თუმცა, თვლის, რომ დოკუმენტი პიარ-კამპანიის ნაწილია“

ბექა ნაცვლიშვილი ეთანხმება რომან გოცირიძეს, რომ საქართველომ ხუთ წელიწადში 4.3 მლრდ. ლარი დაკარგა - თუმცა, თვლის, რომ დოკუმენტი პიარ-კამპანიის ნაწილია“

access_time2018-09-14 15:30:00

„კომერსანტმა“ დოკუმენტის   ოცდაორი თეზისი ქვეყნის სავალალო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღსაწერად“, სადაც ციფრებით შეფასებულია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდომარებაზე,  შეფასება სთხოვა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯომარის მოადგილის  ბექა ნაცვლიშვილს.

დოკუმენტს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის მიერაა მომზადებული და დასკვნა საკმაოდ მწვავეა,  დეპუტატი პოლიტიკური პიარ-კამპანიისთვის შემქნილს უწოდებს და ამბობს, რომ მიუხედავად დოკუმენტში წარმოდგენილი ციფრების სისწორისა, კონტექსტი მაინც არასწორია.

 

„მიზნებს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ეს არის ანალიტიკური დოუკმენტი, მაშინ ძალიან სუსტია, რადგან მთელი ეს უარყოფითი ტენდენციების გამოკვეთა დაფუძნებულია არა ეკონომიკური პროცესების შეფასებაზე, არამედ ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებაზე. ერთ სულ მოსახლეზე მშპ ლარში გამოხატული გაზრდილია, მაგრამ დოლართან მიმართებაში შესაძლოა შემცირებული იყოს. ასევე დოკუმენტში საუბარი იყო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და წარმატებულ მაგალითად მოყვანილი გახლდათ 2007 წელი. ამ პერიოდში საქართველოს გარდა, მთელს მსოფლიოში დაფიქსირდა ინვესტიციების მოცულობის დიდი მიმოქცევა ( 3 ტრლნ.-ზე მეტი) და სხვა ქვეყნების ეკონომიკაც იზრდებოდა, ამიტომ ჩვენ არ ვყოფილვართ გამონაკლისი. ზოგადად, ისეა ყველაფერი აგებული ამ დოკუმენტში, რომ უფრო პოლიტიკური პია-კამპანიისთვის გამოსაყენებელი მასალაა, ვიდრე რეალობის ამსახველი“,- განმარტავს ნაცვლიშვილი.

 

მისივე თქმით, აქამდე რა სახითაც შემოედინებოდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, უკვე გაჯერებული და ამოწურულია. ახლა საჭიროა სახელმწიფომ სხვა დარგებში, ტექნოლოგიასა და განათლებაში განახორიციელოს ინვესტირება, რათა უფრო მაღალი ხარისხის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს.


დოკუმენტის შეფასებისას კი ბექა ნაცვლიშვილი კიდევ რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის საბანკო სექტორსა და ზოგად მძიმე სოციალურ ფონზე.

 


„დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მთავრობა კომერციულ ბანკებს ამდიდრებს. რეალურად მოხდა ის, რომ დოლარში აღებულმა სესხებმა და შემდეგ ლარის გაუფასურებამ მოქალაქეების განკარგვადი შემოსავლი შეამცირა და დაეცა მსყიდველთუნარიანობა, თუმცა მოსახლეობაში ფულის რაოდენობა რეალურად გაზრდილია. ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტის სახით უბრალოდ ციფრებით მანიპულირებს და მეტი არაფერი. უარყოფით მოვლენებზე აკეთებს აქცენტს. ბანკებთან მიმართებაში რეალურად პრობლემაა ის, რომ მოსახლეობა პირველადი მოხმარებისთვისაც ხშირად სესხებს იღებს, რადგან ხელფასებია დაბალი. არ ვამბობ, რომ გადასარევი სუტუაციაა, მაგრამ ვითარების უმიზეზოდ დამძიმება არ ღირს“,- აღნიშნავს დეპუტატი.

 

რაც შეეხება ზოგადად მძიმე სოციალური ფონის დასტაბილურებასა და სიტუაციის გაუმჯობესებას, ფრაქცია დეპუტატი გამოსავალს რამდენიმე მიმართულებაში ხედავს. ესენია : გადანაწილების პოლიტიკა, პროგრესული დაბეგვრის სისტემის შემოტანა (მაღალშემოსავლიანები პროპორციულად უფრო მეტს გადაიხდიან, ვიდრე დაბალშემოსავლიანები) და ამ უკანასკნელზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა. შემდეგ კი აკუმულირებული თანხის აქტიური ეკონომიკური სახელწმიფო პოლიტიკის წარმოება.

 

„გამოსავალი არის მრეწველობის ინვესტირებაში. საჭიროა ისეთი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს  შრომითი ინტენსიური დარგების განვითარებას. ამ სფეროში საქმდება ყველაზე მეტი ადამიანი და  იქმნება  ყველაზე მეტი დამატებითი ღირებულება. ასევე საჭიროა სოფლის მეურნეობაშიც მეტი ინვესტირება. პროცესები უკვე დაწყებულია და ეს ყველაფერი საბოლოოდ, ვითარებას ბევრად გააუმჯობესებს. აქვე ბანკებზე ვიტყვი კიდევ ერთ რამეს, დღეს ძირითადად გადაწყვეტილებები დაფუძნებულია მათ შეფასებებეზე, ანუ ბანკების გავლით მიედინება ფული. რასაც ისინი იტყვიან, ისე ვითარდება მოვლენებიც. არდა საჭიროა სახელმწიფო იყოს მიმართულებების განმსაზღვრელი“,- აღნიშნავს ბექა ნაცვლიშვილი.

 


შეგახსენებთ,  დეპუტატმა რომან გოცირიძემ „კომერსანტს“ მიაწოდა პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ციფრებში ასახავს 2012 წლიდან მოყოლებულ ვითარებას დრემდე. პერიოდში შედარებულია 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთაც. დოკუმენტზე დაყრდნობით მომზადებული „კომერსანტი“-ს მასალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:  https://commersant.ge/ge/post/qveyanashi-sigaribe-gaizarda-pensiis-odenobit-ki-saqartvelo-evropashi-bolodan-meore-adgilzeahttps://commersant.ge/ge/post/111 



სალომე ლემონჯავა






რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up