ბექა ნაცვლიშვილი - მარტო ინვესტორებსა და კომპანიებს ვესაუბრებით, დასაქმებულს არავინ ელაპარაკება

ბექა ნაცვლიშვილი - მარტო ინვესტორებსა და კომპანიებს ვესაუბრებით, დასაქმებულს არავინ ელაპარაკება

access_time2018-07-17 13:19:01

კერძო დამსაქმებელი კომპანია თუ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ტყიბულში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მინდელის შახტის დახურვა დაგვიანებულად მიაჩნია.

 

„როდესაც ასეთი ტრაგედია ტყიბულში რამდენიმე თვის წინ მოხდა, მაშინვე განვაცხადე, რომ სასწრაფოდ საჭირო იყო დროებითი მმართველის შეშვება და შემდეგ, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა მომხდარიყო ყველა იმ დარღვევის, სტანდარტის, იმ საინჟინრო თუ სხვა ინფრასრუქტურული მოწყობილობის გამოსწორება და მოდერნიზაცია. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო სამუშაო პროცესი. ესაა მიღებული პრაქტიკა. თუ კერძო დამსაქმებელი კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი თავისი მოქალაქეების მიმართ, მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. ეს მოთხოვნა მაშინ ძალაში იყო. მოვერიდები, რომ ვინმეს მიმართულებით ხელი გავიშვირო და ვინმეს ბრალეულობაზე ვისაუბრო, მაგრამ ჩემს ინიციატივას მაშინ მეტი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შეიძლება ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ჟურნალისტებმა ბექა ნაცვლიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით სწორი ზომების მიღების საშუალება პარლამენტს არ მისცა.

 

„ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი კობახიძეს და კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ამ ტრაგედიების ფონზე სამძიმრის გამოთქმას. რამდენიმედღიანი დისკუსიის შემდეგ, ეს თემა მივიწყებული რჩება. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ის პარლამენტის თავმჯდომარეა. უმრავლესობა არ შედგება მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან. უმრავლესობის ნაწილია მთავრობაც, ეს არის ერთი გუნდი. ამიტომ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სწორად არ მიმაჩნია. ამან გაიჟღერა ისე, რომ თითქოს ვინმემ რაღაც არ შეასრულა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

მისივე თქმით, შესაცვლელია სოციალური წესრიგი და აუცილებელია საუბარი არა მხოლოდ კომპანიასთან, არამედ დასაქმებულებთანაც.


 

„მარტო ინვესტორებსა და კომპანიებს ვესაუბრებით, დასაქმებულს არავინ ელაპარაკება. ეს არის პრობლემა. სანამ ჩვენ არ ვიგრძნობთ, რომ ეს ადამიანები არანაკლებ მნიშვნელოვნები არიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, დამსაქმებელთან ერთად დოვლათს გვიქმნიან და არ დავაფასებთ მათ, მანამდე გვექნება ასეთი დამოკიდებულება – მთავარია, ვინმემ ბიუჯეტში ფული შეიტანოს და რის ხარჯზე, მნიშვნელობა არ ექნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა დაგვიანებულად მინდელის შახტის დახურვა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ დაგვიანებულად მიაჩნია.

 

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით პარლამენტს სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.

 

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.


1TV




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up