ბექა ნაცვლიშვილი - „კონსორციუმიდან“ ვერ მოვისმინე, ანაკლიის პორტის პროექტი ეკონომიკურად რამდენად გამართული იყო, შეცდომა ორივე მხარემ დაუშვა

ბექა ნაცვლიშვილი - „კონსორციუმიდან“ ვერ მოვისმინე, ანაკლიის პორტის პროექტი ეკონომიკურად რამდენად გამართული იყო, შეცდომა ორივე მხარემ დაუშვა

access_time2020-01-13 14:48:53

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ნავსადგური წმინდა პოლიტიკური საკითხი გახდა.



ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, „კონსორციუმიდან“ დღემდე ვერ მოისმინა, ანაკლიის პორტის პროექტი ეკონომიკურად რამდენად გამართული იყო.



„პარლამენტში გვქონდა „კონსორციუმის“ მოსმენა, იქ იყო ძალიან შინაარსობრივი საკითხი, რომელიც მთლიანად ყურადღების მიღმა დარჩა. კონსტიტუციაში ანაკლიის გარდა არც ერთ პროექტზე წერია. გულწრფელად გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში კონსორციუმიდან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართული იყო ეს პროექტი. კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობასაც ამ საკითხის მიმართ ყურადღება მიექცია. როცა ეკონომიკის მინისტრს საპარლამენტო სხდომებზე ვეკითხებოდი, ეს იყო ეკონომიკური, თუ პოლიტიკური პროექტი, ცალსახა პასუხი მას არ ჰქონდა. თუ ეკონომიკური პროექტია და ეს ეკონომიკურად გამართული არ არის, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბური მშენებლობა იგეგმება ანაკლიაში და გარემოს თვალსაზრისით რამხელა ზიანის მომტანი იქნება. გამოდის, რომ ამ პროექტით ერთი ხელით გარემოს ვანგრევთ, ვცვლით მთლიანად ეკოსისტემას და მეორე მხრივ, გარანტირებული არ გვაქვს, ეკონომიკურად გამართლებულია თუ არა. ასეთი გათვლები ასეთ მასშტაბურ პროექტთან მიმართებაში უნდა იყოს. მოვისმინე ორი კომპანიის დასკვნა ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით, მაგრამ მარტივი კითხვა დავსვი – საინტერესოა, რომელი ქვეყნების ტვირთები დატვირთავენ ანაკლიის პორტს, ხაზი გავუსვი ჩინეთის ფაქტორს, რადგან ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დდი მოთამაშე, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი დღეს ჩინეთია. ჩინეთის ფაქტორი კი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული კვლევებში, თითქოს სხვა ქვეყნები დატვირთავდნენ“ ,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა, როგორც მთავრობამ, ისე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“.



„რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, საქართველოს მთავრობის მხრიდან შედგენილი პირობები არ იყო ცალსახა და „კონსორციუმის“ მხრიდან სხვა პირობების წამოყენების აუცილებლობა დადგა მთავრობის მიმართ. ანუ, ორივე მხარეს აქვს შეცდომა დაშვებული, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება, აქ მთავარია, გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up