ბექა ნაცვლიშვილი - ამერიკელი კონგრესმენი მალინი თავს უფლებას აძლევს, ის კომპანია დაიცვას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს

ბექა ნაცვლიშვილი - ამერიკელი კონგრესმენი მალინი თავს უფლებას აძლევს, ის კომპანია დაიცვას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს

access_time2020-01-20 12:52:51

„ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობისა და ცნობიერების ადამიანია“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ბექა ნაცვლიშვილი ამერიკელი კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილს გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.


„ქართველი პოლიტიკოსების გუშინდელმა განცხადებებმა კონგრესმენ მალინის წერილზე კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული პოლიტიკური კლასის პროვინციული ხასიათი. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ წერილს დიდი სიხარულით შეხვდა, არის კოლონიური ცნობიერების პოლიტიკოსი. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთლიანად ტრაგედიაა. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ იცავს ვერც საკუთარი მოქალაქეების, ვერც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, ის კომპანია დაიცვას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს.
„ვისაც რეალურად აინტერესებს, რა ხდება „ფრონტერას“ საკითხზე, შეუძლია, დედოფლისწყაროში ჩავიდეს. მე-11 თვეა, ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. ვისაც გული შესტკივა კომპანია „ფრონტერას“ მიმართ, ამ კომპანიის საქმიანობას გადახედოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს.



იქ ადამიანებს სპეცაღჭურვილობაც არ აქვთ, რომლითაც ისინი უნდა მუშაობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი. ეს ქართული უსუსურობაა, რომ ვერც ინფორმაციას აწვდის, ვერც თავს იცავს და ვერც საკუთარ მოქალაქეებს. ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, მოგვიწოდოს და ეს კომპანია დაიცვას. კონგრესმენი ამ თავისი განცხადებით, იმ კომპანიის უფლებებს იცავს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს და ექსპლუატაციას ახდენს საქართველოს მოქალაქეების და იქ დასაქმებულების. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყნის ბედი არავითარ შემთხვევაში ხელში არ უნდა ჩავუგდოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up