ბექა ლილუაშვილი -  ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი,  ცალსახად ადასტურებს თავიანთ პროგნოზებში, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს, 5 პროცენტამდე გაიზრდება

ბექა ლილუაშვილი - ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ცალსახად ადასტურებს თავიანთ პროგნოზებში, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს, 5 პროცენტამდე გაიზრდება

access_time2020-08-21 17:30:28

ჩვენ, თითოეულ ღონისძიებას სრული ბიუჯეტის და მისთვის საჭირო ყველა რესურსის მობილიზების პირობებში ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, მთავრობის მოტივაცია ყოველთვის არის, რომ უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს მოქალაქეებს, ვიდრე ეს შეუძლია, თუმცა საერთოდ ჯამში, რესურსები შეზღუდულია.


„თითოეულ ღონისძიებას გავდივართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, იცით, რომ ჩვენ ფონდთან გვაქვს მიმდინარე პროგრამა, რომელიც სრულად შეისწავლის და ადასტურებს იმას, რომ ღონისძიებები არის მდგრადი და ქვეყანას აქვს ამ ღონისძიების განხორციელების რესურსები. რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაცია ყოველთვის არის, რომ უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია, თუმცა საერთოდ ჯამში, ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.



პრემიერის მრჩეველმა ისაუბრა, თუ რამდენად მდგრადია ეს დახმარებები და რა იქნება მომდევნო წელს.


„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, დღეს, ცალსახად ადასტურებს თავიანთ პროგნოზებში, რომ საქართველოს ეკონომიკა, მომდევნო წელს 5 პროცენტამდე გაიზრდება. ზოგ შემთხვევაში 4.5-ია პროგნოზი, ზოგ შემთხვევაში კი 5.5 და ა.შ.


ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომდევნო წლისთვის გვექნება საბიუჯეტო რესურსების მობილიზების საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. შესაბამისად, ჩვენ თუ დავინახეთ, რომ პანდემიური მდგომარეობა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურ კრიზისს და შემოსავლების შემცირებას იწვევს, გრძელდება და ამ პროცესში არ მოხდა რაიმე გარდამტეხი ცვლილება, რა თქმა უნდა, გლობალურად, რომელიც შემდეგ ჩვენზეც აისახება, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ და ამის გამოცდილება გვაქვს. იცით, რომ ჩვენ არ განგვიხორციელებია ღონისძიებები ერთი ხელის მოსმით. ყოველ ჯერზე, სიტუაციის ცვლილებიდან, გამოწვევების სიდიდიდან გამომდინარე, ვახდენდით კონკრეტული ღონისძიებების სტრუქტურირებას და ეტაპობრივად განხორციელებას. ყველა ეს ღონისძიება თვეების მიხედვით არის გაწერილი, მათ შორის წინსწრებით, მაგალითად მესამე პაკეტის ინიცირების ვთქვით, რომ მოსახლეობას მივეხმარებით ზამთრის თვეებში, იმისთვის, რომ სახელმწიფომ მათ დაუსუბსიდიროს კომუნალური გადასახადები და შეუმსუბუქოს ეს ხარჯი", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up