ბექა ლილუაშვილი - ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ, ამიტომ დავიწყეთ დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა

ბექა ლილუაშვილი - ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ, ამიტომ დავიწყეთ დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა

access_time2020-06-01 14:42:00

გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც პრემიერმა არა ერთხელ აღნიშნა, ჩვენ ეპიდემიის და გლობალური პანდემიის პირველივე დღიდან გვაქვს ბრძოლა ორი მიმართულებით - ეპიდემია, ვირუსის გავრცელება, შეკავება და მართვა და მეორე მიმართულება ესა - ეკონომიკა. ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტაბილური, მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ლილუაშვილის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები, აგრეთვე, ბიზნესმა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გასცემენ.




„გეგმის ნაწილია გახსნაც, ბუნებრივია, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აგრეთვე, ის ვალდებულებები, რა პასუხისმგებლობებიც უნდა გაიზიაროს თითოეულმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ეს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა დასრულებული არაა, ესაა გლობალური გამოწვევა და მანამ, სანამ გლობალურად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენთანაც. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკებისგან, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და ა.შ. ბიზნესის ვალდებულებაა ის, რომ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის რისკი რაც შეიძლება არსებობდეს ეპიდემიის და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.








კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up