ბექა ლილუაშვილი - UNICEF-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, საბოლოო ჯამში არის ძალიან ეფექტური სიღარიბის შემცირებისა და შეზღუდვის მიმართულებით

ბექა ლილუაშვილი - UNICEF-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, საბოლოო ჯამში არის ძალიან ეფექტური სიღარიბის შემცირებისა და შეზღუდვის მიმართულებით

access_time2020-08-21 14:10:11

UNICEF-ის კვლევაში განხილულია ყველა ის ღონისძიება, რაც საქართველოს მთავრობამ სოციალური თვალსაზრისით მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით განახორციელა და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე მეტად ამცირებს სიღარიბის მაჩვენებლებს, აკავებს და ჩამოჰყავს ის საბაზისო მაჩვენებელზე, ეს არის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიანი დახმარება, თუმცა შეფასებულია ყველა წინა ღონისძიებაც და თითოეული ღონისძიების შეფასება კვლევის მიხედვით არის ძალიან პოზიტიური, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის მრჩევლის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის მაჩვენებლების შესაძლო ზრდა, რომელიც მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისის დროს, მაქსიმალურად იქნება შეკავებული მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საშუალებით, რაც მთავრობის ერთ-ერთ უპირველეს და პრიორიტეტულ ამოცანას წამოადგენს.



„ვირუსის გავრცელების შემდგომ ჩვენ პირველი დღიდან გვქონდა ორი მიმართულება და ორი საზრუნავი - ადამიანის ჯანმრთელობა და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, რათა ეკონომიკურ კრიზისს მათთვის მძიმე პრობლემები არ შეექმნა და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად დახმარებოდა. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა იყო როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე ყველაზე ნეგატიური შედეგის - სიღარიბის ზრდის შეკავება. პანდემია გრძელდება და შედეგად გარკვეული ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, თუმცა კვლევის სხვადასხვა სცენარის და მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაშიც კი, ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, საბოლოო ჯამში არის ძალიან ეფექტური სიღარიბის შემცირებისა და შეზღუდვის მიმართულებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ღონისძიების სტრუქტურა განსაზღვრულია იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად შეამციროს მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისის შედეგები, ბუნებრივია, მას გავლენა ექნება როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე გრძელვადიან პერიოდში სიღარიბის და დასაქმების ან უმუშევრობის თვალსაზრისით.



„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რაც ეფექტიანს ხდის ბავშვთა დახმარებას, არის ის, რომ ის არის მასობრივი, ანუ ორიენტირებულია თითოეული ბავშვის მხარდაჭერაზე, სწორედ ამის გამოა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება მთელ ამ ღონისძიებებს შორის. ჩვენ დასახული გვაქვს პრიორიტეტები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე, ბუნებრივია რჩება აქტუალურად - ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვა. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დამატებით ღონისძიებებსაც განვახორციელებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილები, მაქსიმალურად შევამციროთ შემოსავლების კლების პროცესი და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up