ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეველოპერული სექტორისგან  150 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელ ბინებს იყიდის

ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეველოპერული სექტორისგან 150 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელ ბინებს იყიდის

access_time2020-05-28 16:20:16

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მიმდინარე კრიზისი უნდა ვაქციოთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებად, მათ შორის ვგულისხმობთ იმასაც, რომ ჩვენს მიერ განხორციელებულ თითოეულ ღონისძიებას უნდა მოჰყვეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სარგებლის მოტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ღონისძიება, რაც გულისხმობს, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო ეხმარება დეველოპერულ სექტორს, რათა გაყიდვების პრობლემა გადაჭრას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება დევნილ მოსახლეობას, რათა დაჩქარდეს მათი საცხოვრისით დაკმაყოფილების პროცესი.



„ამ მიზნით, სახელმწიფო, გარდა იმ რესურსებისა, რაც მას უკვე გამოყოფილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და რითიც ახორციელებს დევნილების მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართით, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი წარმოადგენს 150 მილიონ ლარს და რომელიც სრულად მიემართება იმისთვის, რომ სახელმწიფომ წლის ბოლომდე დეველოპერული სექტორისგან იყიდოს 150 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები. ეს არის დაახლოებით 1800 საცხოვრებელი ბინა და შესაბამისად 1800 დამატებით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახი. ეს ნიშნავს, რომ 1800 დევნილი ოჯახი დაახლოებით 3 წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით იმ გეგმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა ამ ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.




პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ ამ პროცესში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს სრულიად გამჭვირვალედ, აუქციონის წესით და შესაბამისად, მთავრობა შესთავაზებს დეველოპერულ სექტორს და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up