ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მთავრობა 3,5 მილიარდ ლარზე მეტ რესურსს გამოიყენებს

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მთავრობა 3,5 მილიარდ ლარზე მეტ რესურსს გამოიყენებს

access_time2020-04-25 20:56:21

საქართველოს მთავრობა დაახლოებით 3,5 მილიარდ ლარზე მეტ რესურსს გამოიყენებს, რომ პირველ რიგში მოხდეს ეპიდემიის ეფექტური მართვა, მაქსიმალურად დავეხმაროთ საზოგადოების ყველა ფენას კრიზისის პერიოდში და დავეხმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვის სოციალური პაკეტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, 6 ძირითადი პროგრამული მიმართულებისგან შედგება.



„ეს არის სახელმწიფოს დახმარება ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა სამსახური და დარჩა შემოსავლის გარეშე. სახელმწიფო მათ მომდევნო 6 თვის განმავლობაში გადაუხდის ჯამში 1200 ლარის ოდენობის კომპენსაციას. მეორე კატეგორიაა თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან ერთჯერადად მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო მიეხმარება ბიზნესს, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები კრიზისის პერიოდში. ეს სუბსიდია ბიზნესისთვის გულისხმობს იმას, რომ ყველა დასაქმებულზე, რომელთა ხელფასი ნაკლებია 750 ლარზე, ბიზნესი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, ბიზნესი მიიღებს 150-ლარიან შეღავათს საშემოსავლო გადასახადზე ყველა იმ დასაქმებულისთვის, რომელთა ხელფასი ნაკლებია 1500 ლარზე. ამ ღონისძიებების გარდა, სახელმწიფო ეხმარება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსაც. პირველ რიგში ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა, მიიღებენ 600-ლარიან კომპენსაციას საშუალოდ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ასევე, ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 100 ათასამდე და ამავდროულად მათ ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, დამატებით მიიღებენ ჯამურად 600 ლარის ოდენობის კომპენსაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს, რომელთაც ასევე მომდევნო 6 თვის განმავლობაში 600 ლარით დაეხმარება, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




პრემიერის მრჩეველმა ასევე ისაუბრა ბიზნესისა და სამეწარმეო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებათა პაკეტზეც, რომელიც მთავრობამ სოციალური მხარდაჭერის გეგმასთან ერთად წარადგინა.



„აქ პირველი მიმართულებაა ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მიწოდება, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდილი ოდენობით დაბრუნებას ბიზნესისთვის. ეს არის 600 მილიონი ლარის რესურსი, რომელიც დამატებით ჩაეშვება ქვეყნის ეკონომიკაში. ამას ემატება 500 მილიონი ლარი, რომელიც სრულად ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებზეა ორიენტირებული და მაგალითად ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა. ბიზნესს, რომელსაც აქვს მიმდინარე საბანკო სესხის გადახდის პრობლემა, ეს მისცემს საშუალებას, სწრაფად და მარტივად მოახდინოს სესხის რესტრუქტურიზაცია და ასევე სახელმწიფო გარანტიით მიიღოს ახალი სესხი მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდისა თუ საბრუნავი საშუალებების შესაძენად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში, რომლებიც უკვე ძალიან კარგად არის ათვისებული საქართველოს კერძო სექტორის მხრიდან. ასეთი ცვლილებებია მაგალითად სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში, სადაც სესხის პროცენტის თანადაფინანსების მაჩვენებელი ბიზნესისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასევე ბიზნესს მიეცემა საშუალება, ისარგებლოს პროგრამის პროდუქტებით საბრუნავი საშუალებების შესაძენად. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს თანხები შეეძლება გამოიყენოს როგორც ხელფასების გადასახდელად, ასევე სხვადასხვა მიმდინარე ხარჯის დასაფინანსებლად, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.



ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ცალკე პრიორიტეტად განისაზღვრა სოფლის მეურნეობის და ურბანული განვითარების მიმართულება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში.



„ასევე შემოდის ახალი კომპონენტი - აგროკრედიტის ფარგლებში ერთწლიანი კულტურების დაფინანსება, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ ყველა ფერმერს, რომელსაც სურს კარტოფილის ან სხვა ერთწლიანი კულტურის მოყვანა, შეუძლია, ისარგებლოს ამ პროგრამით, სადაც საბანკო სესხის პროცენტს სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. გარდა ამისა, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვანი შეღავათი მიეცემათ ფერმერებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის განმავლობაში ისინი გათავისუფლდებიან მელიორაციის საფასურისგან, გარდა ამისა, ჩამოეწერებათ 2012 წლის შემდგომ ყველა დავალიანება, თუ მათ მსგავსი დავალიანება გააჩნდათ. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაციის თვალსაზრისით. დაახლოებით 1, 2 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა სისტემურად იქნება დარეგისტრირებული და ამ პროცესს საქართვლოს მთავრობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელებს, რათა ეს მნიშვნელოვანი რესურსი მთლიანად იყოს ათვისებული საქართველოს ეკონომიკის მიერ, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up