ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან

ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან

access_time2020-06-10 11:50:50

ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, ასევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით და იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორალურ ჭრილში.


„ყოველთვის, თითოეული ღონისძიების მთავარი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის მიერ გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. პირველ რიგში, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე გვეზრუნა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შემოსავლის წყარო, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში ჩვენ მიგვეცა მათთვის მინიმალური რესურსები და საშუალება, რათა დავხმარებოდით, შეგვემსუბუქებინა ეს წნეხი. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რატომაც დეველოპერულ სექტორში გადავწყვიტეთ მხარდაჭერის განხორციელება, ეს არის, პირველ რიგში, თავად ამ სექტორის მოწყვლადობა მსგავსი ტიპის კრიზისების მიმართ და როგორც წესი, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და როდესაც ესეთი ტიპის გლობალური ეკონომიკური კრიზისები ხდება და მათ შორის საქართველოშიც, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკაზე ამ კრიზისის ზეგავლენას, პირველ რიგში, ზარალდება ისეთი სექტორები, როგორიც არის დეველოპერული სექტორი, სამშენებლო სექტორი და საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შევუნარჩუნოთ სამსახური. ამ სექტორში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი და გარდა ამ ადამიანებისა, უამრავი ადამიანი არის დასაქმებული ისეთ სექტორებში, როგორიც არის, მაგალითად ავეჯის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და უამრავ სხვა ინდუსტრიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დეველოპერული სექტორის საქმიანობასთან. ამიტომ, ეს არის ასობით ათასი ადამიანი, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პოტენციურად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ გადადგამდა მხარდაჭერის ღონისძიებებს და არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ მივიღეთ, დაკარგავდა შემოსავლის წყაროს და დარჩებოდნენ შემოსავლის გარეშე. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რატომაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და მეორე ნაწილი იყო თავად მშენებლობის მაღალი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 9 პროცენტამდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.



როგორც მან განმარტა, მთავრობის მიზანია ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ორიენტირი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგეს დასაქმების დიდ წყაროს და მეორეს მხრივ, გარკვეული მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. მისივე თქმით, სწორედ ეს ორი კრიტერიუმი იყო ძირითადად იმის განმსაზღვრელი, თუ რატომ გადადგა მთავრობამ ის ნაბიჯები, რაც გადადგა და რატომ გახდა პრიორიტეტული იმ სექტორების დამხარება, რომელსაც ის ეხმარება.


„რა თქმა უნდა, გარდა ამისა, დამატებით არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ დეველოპერული სექტორის ეფექტიანობა და მისი განვითარება, ზოგადად ამ სექტორში არსებული მდგომარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყანაში საფინანსო სექტორის ფუნქციონირებასაც. საფინანსო სექტორში პრობლემების შექმნა იმიტომ, რომ დავუშვათ დეველოპერულ სექტორში შეიქმნებოდა პრობლემები, ეს არის სისტემური გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებლად დააზიანო ეკონომიკა და წლების განმავლობაშ გაახანგრძლივოს ეს კრიზისი", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up