ბექა ლილუაშვილი -  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და ამ მაჩვენებლის მიხედვით, უსწრებს სხვადასხვა ქვეყნებს

ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და ამ მაჩვენებლის მიხედვით, უსწრებს სხვადასხვა ქვეყნებს

access_time2020-02-13 15:17:26

ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ტემპი მომავალშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.



„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავს შეფასებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასევე მისასალმებელია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდულ დონემდე ზრდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე",  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმისთვის, რომ განხორციელდეს საბანკო რეგულაციების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის აქტივობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ამავდროულად გრძელდება მუშაობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.



„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდა ფისკალური მდგრადობა და მოსალოდნელზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა, რასაც მოჰყვა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, მისცა საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოქალაქეზე ორიენტირებული და ამ დამატებითი შემოსავლების მიღებამ ბიუჯეტში მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებელი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საფინანსო ბაზარზე აქტივობის გაზრდას. ერთობლივი მუშაობა შეეხება საბანკო რეგულაციების გამარტივების პროცესს, ჩვენ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ას3ვე ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რასაც უკვე მოყვა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები რაც მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და საპროგნოზო ზრდა 5% შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up