ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით,  პანდემიის პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული

ბექა ლილუაშვილი - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული

access_time2020-07-08 20:10:00

განსაკუთრებული აქცენტი დაისვა იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული, ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ გაატარა პანდემიით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, ბიზნესის მხარდასაჭერად იყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ძალიან მასშტაბური ქვეყნის რესურსებთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ბექა ლილუაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ საქართველოს მთავრობის კონსულტირებას პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.



„გვქონდა მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ეკონომიკური ექსპერტები, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მომდევნო ღონისძიებები და რეკომენდაციები მათი მხრიდან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ფისკალური პოლიტიკის მომავალ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ქვეყნის წინაშე სხვადასხვა გამოწვევა არსებობს და ამას სჭირდება მკაფიო და მძლავრი პასუხები. მათი მხრიდან დაისვა აქცენტები, რომ საკმაოდ მცირდება ქვეყნის ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდეს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ორიენტიერებული იმაზე, რომ ჩვენი მხარდაჭერის ღონისძიებები იყოს მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.



როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საუბარი შეეხო, თუ რამდენად არსებობს ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე ხარჯების შემცირება.




„ექსპერტების მიერ აღინიშნა ისიც, რომ საქართველოში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები საკმაოდ დაბალია სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, აქ რაიმე არსებითი სივრცე დარჩენილი არ არის. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს ბიუჯეტში უკვე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა მიმდინარე ხარჯების შემცირება. მთავარი ორიენტირი, რაც მათ მიერ იქნა დასმული არის ის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს და უნდა იფიქროს, ჰორიზონტალური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა მოვახდინოთ კერძო სექტორის მხარდაჭერა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.



ბექა ლილუაშვილის თქმით, შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის ძალიან დაბალი სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საგადასახდო ტვირთი არის ძალიან დაბალი.



„ვისაუბრეთ ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებაზეც და აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ზოგადად, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, საქართველოს შემთხვევაში, ეს ნაკლებად რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გავქვს ისედაც დაბალი საგადასახდო ტვირთი, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up