ბექა ლილუაშვილი - პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას

ბექა ლილუაშვილი - პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას

access_time2020-09-08 15:00:19

გლობალური პანდემიისა და ვირუსის გავრცელებით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, 2020 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ბექა ლილუაშვილის განმარტებითვე, ეს მაჩვენებლებია იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს გლობალურად შემცირებულია კაპიტალის ნაკადები და მოსალოდნელია ინვესტიციების 40 პროცენტიანი კლება.




„ამ მოცემულობაში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და პოზიტიურად არიან განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.



გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეკონომიკა სტაბილიზაციის შემდეგ უკვე გადავიდა გაჯანსაღების ეტაპზე და ეტაპობრივად მცირდება ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი. ჩვენ ივნისში გვქონდა -7.7 პროცენტიანი შემცირება, ივლისში უკვე ეს მაჩვენებელი -5.5 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ფისკალური პარამეტრები, ხარჯვის მაჩვენებლები არის გაუმჯობესებული და ეკონომიკური აქტივობა გაჯანსაღდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სამთო-მომპოვებლობით მრეწველობაში, რაც ეკონომიკის რეალური სექტორებია და დასაქმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.



აღსანიშნავია მთავრობის ეკონომიკური პაკეტის როლიც, რადგან აღნიშნულმა გამოიწვია იმ შემცირებული მოხმარების დაბალანსება, რაც თან სდევდა კრიზისს და ადამიანებმა დაიწყეს მეტი ფულის ხარჯვა, გაზარდეს მოხმარება, რაც ეკონომიკას ეხმარება სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგება და მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up