ბექა ლილუაშვილი -  მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო

ბექა ლილუაშვილი - მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო

access_time2020-07-14 11:06:50

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური, -  ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა,  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

 

 

ბექა ლილუაშვილის თქმით,  სექტორულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან  დაკავშირებული შეხვედრის დროს  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფმა და  ადგილობრივმა ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარადგინეს.

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით  საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციას ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით. ეს არის ფისკალური ეკონომიკური პოლიტიკა, სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა. ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს ქართველ ექსპერტებთან, საექსპერტო ჯგუფებთან, ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ განვიხილოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თითოეული ამ მიმართულებით", -  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


 

 

პრეზენტაციის შეფასების დროს, პრემიერის მრჩეველმა სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ეხება საქართველოში კვალიფიციური მუშახელის განვითარებას, დიგიტალიზაციას, პროცესების ელექტრონულად გარდაქმნას, ასევე რიგ ღონისძიებებს, მაგალითად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას, საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ამ თვალსაზრისით საქართველომ გააგრძელოს არსებითი ძალისხმევის და ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია  უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ ზოგადად, ბიზნესგარემო  გაუმჯობესდეს და განვითარდეს ქვეყანაში.

გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს უცხოური ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით პროდუქტიულობაზე ორიენტირებული ინვესტიციების, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება ეს დარგები, იქ შეიქმნება დამატებითი პროდუქტიულობის შესაძლებლობები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები და ა.შ.", -  აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up