ბექა ლილუაშვილი - მსოფლიო ბანკის მასშტაბური კვლევა  ადასტურებს, რომ ყველა პოლიტიკური ნარატივი, თითქოს საქართველოში გაზრდილია კორუფციის მაჩვენებელი,  სიცრუეა

ბექა ლილუაშვილი - მსოფლიო ბანკის მასშტაბური კვლევა ადასტურებს, რომ ყველა პოლიტიკური ნარატივი, თითქოს საქართველოში გაზრდილია კორუფციის მაჩვენებელი, სიცრუეა

access_time2020-08-26 13:45:28

მსოფლიოს 144 ქვეყნიდან, საქართველო ათეულშია კორუფციის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა კორუფციის წნეხის სიღრმის მაჩვენებლების მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული შეფასებები რამდენიმე ასეული სხვადასხვა ზომის ქართული კომპანიის გამოკითხვის შედეგად ჩამოყალიბდა.


„საკვლევი საგანი იყო კორუფციის ხარისხი ქვეყანაში და შედეგების მიხედვით, მსოფლიოს 144 ქვეყნიდან, საქართველო ათეულშია კორუფციის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, ასევე კორუფციის წნეხის სიღრმის მაჩვენებლების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პოლიტიკური ნარატივი, რომელიც სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა, რომ საქართველოში გაზრდილია კორუფციის მაჩვენებელი, არის სიცრუე, რასაც მსოფლიო ბანკის ეს მასშტაბური კვლევაც ადასტურებს", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.



მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევას პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) 4 წელიწადში ერთხელ ატარებს და ყურადღებას ბიზნესგარემოს იმ მრავალ ასპექტზე ამახვილებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორის, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.


კვლევა საქართველოში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ამ პერიოდში 581 სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up