ბექა ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევაზე - კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით,  საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და რეგიონის ლიდერი ქვეყანაა

ბექა ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევაზე - კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და რეგიონის ლიდერი ქვეყანაა

access_time2020-09-29 17:00:00

საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში და ის არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მმართველობის ინდიკატორებს ეხება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ბექა ლილუაშვილის თქმით, 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა.



„„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და შედეგი, ამ ქვეყანაში, დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების შეუქცევადი პროცესის დანერგვაა. ეს არაერთხელ დადასტურდა და შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სწორე, ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა. ეს კვლევა არის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები კვლევა, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტების განვითარების ხარისხს აფასებს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთესო ოცეულში, რეგიონის ლიდერი ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, ლატვია, ჩეხეთი და სხვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის იგივე მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.




კვლევაზე საუბრისას, პრემიერის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა შეფასებებზე, რომელიც მთავრობის ეფექტურობასა და კანონის უზენაესობას ეხება.



„გარდა ამისა, საქართველომ, ამ შეფასებების მიხედვით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მთავრობის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამ კატეგორიაში, ის არის მსოფლიოში 37-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 24-ე ადგილზე და უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი და სხვა.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ეს არის კანონის უზენაესობა, რომლის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ნატო-ს წევრ 7 სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ 3 სახელმწიფოს და ეს მონაცემი შეფასდა მსოფლიოს 11 წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის შეფასებებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემაჯამებელი შეფასების საფუძველზე. რომ შევაჯამოთ, ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი განვითარების პროცესი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up