ბექა ლილუაშვილი - მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს

ბექა ლილუაშვილი - მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს

access_time2020-05-20 16:00:00

მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა - Traveltimes.ie-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ბექა ლილუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.


„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ სწრაფად გახსნას ქვეყანა ტურისტებისათვის და საქართველოს პოზიციონირება მოახდინოს, როგორც ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან ქვეყნის ტურისტული სექტორი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა გაიხსნება ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. ამ ფაქტს მრავალი საერთაშორისო გამოცემა ეხმიანება, მათ შორის, ჩეხეთის ერთ-ერთ ტურისტულ პორტალზე აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამავე დროს, ეს არის ქვეყნის სერიოზული უპირატესობა იმისთვის, რომ საქართველო გლობალურად პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.



როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ამ ფაქტს ეხმაურება ასევე ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა, „ნუმბეო“ და აფასებს ქვეყნის წარმატებას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.


„ასევე ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა, „ნუმბეო ეხმიანება ამ ფაქტს და ასევე აფასებს ქვეყნის წარმატებას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ეს არ არის მხოლოდ ამ ორგანიზაციების შეფასება, ეს არის მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა ძალიან ეფექტური ნაბიჯები, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის გახსნა ტურისტებისათვის და ეს საქართველომ პირველმა გააკეთოს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ზოგადად, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ვინაიდან, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ინკლუზიური სექტორი, ასაქმებს მრავალ ადამიანს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, დავეხმაროთ ამ სექტორს მაქსიმალურად, ხელი შევუწყოთ დასაქმების შენარჩუნებას და მეორეს მხრივ, სწრაფად გავხსნათ ქვეყანა ტურისტებისთვის რომ ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს ტურიზმის თვალსაზრისით, სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ მაჩვენებელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


„საერთაშორისო მედია განაგრძობს საქართველოს მიერ Covid-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას - Traveltimes.ie-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით - „ტურიზმის აღდგენა ევროპაში“ წერია, რომ საერთაშორისო მედიის მხრიდან მომხიბვლელ ტურისტულ ლოკაციად აღიარებული საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც მკაცრი შეზღუდვების შემდეგ კარს გახსნის უცხოელი ტურისტებისთვის.


Traveltimes-ის სტატიაში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, სათაურით - „საქართველო ჩვენს გონებაში“ .







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up