ბექა ლილუაშვილი - მაღალი ინფლაციის პირობებში ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება

ბექა ლილუაშვილი - მაღალი ინფლაციის პირობებში ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება

access_time2020-02-03 23:50:01

2019 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რადგან გლობალურ დონეზე ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენციის ფონზე, ქვეყანამ 5.2-პროცენტიან ზრდაზე გასვლა შეძლო. ეს რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრია. თუმცა, მაღალი ინფლაციის გამო, მოსახლეობამ ვერ იგრძნო ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხით, რაც რეალურად დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.



გადაცემაში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ბექა ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020-2024 წლებშიც რეგიონში ყველზე მაღალი ტემპით, დაახლოებით 4.9 პროცენტით გაიზრდება.



ლილუაშვილის განმარტებით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი როლი მრეწველობამ და მომსახურების სექტორებმა შეასრულეს. თუმცა, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად წაადგა ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში პრობლემად ქცეული კაპიტალური ხარჯების დაგროვების პრობლემა ფაქტობრივად გადაიჭრა. წინსვლა აღინიშნა დასაქმების კუთხითაც.



„აღსანიშნავი ფაქტია, რომ თუ კაპიტალური ხარჯების შესრულების თვალსაზრისით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა გვქონდა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ გაუმჯობესდა და წლის განმავლობაში დაგეგმილზე კარგად შესრულდა, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდისთვის კარგია. მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი იყო და არის სამუშაო ადგილების შექმნა და აქ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 4.6 პროცენტით გაიზარდა. როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესსა დ საინვესტიციო გარემოზე, თავისთავად ვგულისხმობთ სიღარიბის დაძლევას დასაქმების მეშვეობით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.



მისი მოსაზრებით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდის რეალური მასშტაბი მოსახლეობამ მაღალი ინფლაციის გამო ვერ იგრძნო.




„რაც შეეხება ინკლუზიურ ზრდას, ობიექტურად რომ შევაფასოთ, ეკონომიკის კონტექსტში მოკლევადიანი თვალსაზრისით დღეს პრობლემას ფასების დონე წარმოადგენს. ეროვნულ ბანკს აქვს თავისი გეგმა, რომლითაც ის ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა ვერ იგრძნო იმ ხარისხით, რაც რეალურად არის ქვეყანაში. მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, ბუნებრივია, ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.



მისივე პროგნოზით, ინფლაცია მარტის ბოლოსთვის დარეგულირდება.



„ინფლაციის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დონე დღეს საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებლს დაუახლოვდეს. მეტსაც გეტყვით, მარტის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და შეიძლება, ქვემოდანაც“, – განმარტა ბექა ლილუაშვილმა.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა 2019 წლის მიღწევებს შორის აღნიშნა ექსპორტის რეკორდული, დაახლოებით 12.4-პროცენტიანი ზრდა და იმპორტის ერთპროცენტიანი შემცირებაც. თუმცა, მისი აზრით, 2019 წელი გამორჩეულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის ისეთი სისტემური პრობლემის მოგვარება, როგორიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაა.



„საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ტურიზმის სექტორთან ერთად, სადაც ასევე ზრდა დაფიქსირდა, შეიძლება, ითქვას, რომ 2019 წელს ჩვენი მთავარი და პრინციპული მიღწევა იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება – საპროგნოზო მაჩვენებლით დაახლოებით ოთხ პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სისტემური პრობლემის გადაჭრა. მეორე არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც, გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე, გარკვეული ხარვეზების გამოსწორების შედეგად, საგადასახადო შემოსავლებში, ფაქტობრივად, 10 პროცენტამდე გადაჭარბება მივიღეთ, რამაც საბიუჯეტო დეფიციტი საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი ციფრით დაგვისრულა წლის ბოლოს. ამან რესურსებით საშუალება მოგვცა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული ყოფილიყო. ის ცვლილებები, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, რაც ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო, იქიდან გამომდინარეობს, რომ 2019 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული იყო“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.



1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up