ბექა ლილუაშვილი -

ბექა ლილუაშვილი - "ლოგ ინ ჯორჯია" გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, ნახევარი მილიონი ადამიანისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფას - აღსანიშნავია ფონდი „ქართუს" როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად

access_time2020-08-31 14:11:31

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების  და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ინტერნეტის როლი არის არსებითი და მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის  იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 5 წლიან სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, „ლოგ ინ ჯორჯია" , -   ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო შესაბამისი დაფინანსება, დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი.

 

„ეს პროქტი კონკრეტულად გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანისთვის წვდომის უზრუნველყოფას მაღალხარისხიან ინტერნეტზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ჯანდაცვის და სხვა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე დაიწყო გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი, რომლის შედეგად 49-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ დაახლოებით 30 000-ს ადამიანს ექნება წვდომა ფართოზოლოვან, სწრაფ, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე.


 

ამ პროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ფონდი „ქართუს" როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის, საქართველოსთვის ინარჩუნებს, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში",-  აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

 

 





„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up