ბექა ლილუაშვილი - ივლისიდან 70 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები  30 ლარით გაზრდილ პენსიას - 250 ლარს მიიღებენ

ბექა ლილუაშვილი - ივლისიდან 70 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეები 30 ლარით გაზრდილ პენსიას - 250 ლარს მიიღებენ

access_time2020-07-01 15:20:02

დღეიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიების და სოციალური პაკეტების გაზრდასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის საქართველოს 414 000 მოქალაქე ივლისის თვიდან მიიღებს 30 ლარით გაზრდილ სახელმწიფო პენსიას, ანუ მათი პენსია, ნაცვლად 220 ლარისა იქნება 250 ლარი. გარდა ამისა, დაახლოებით, 29 000-მდე შშმ პირი და 12 000-მდე შშმ არასრულწლოვანი მიიღებს გაზრდილ სოციალურ პაკეტს 30 ლარით და მათი სოციალური პაკეტით მიღებული სარგებელი იქნება 250 ლარი, ნაცვლად 220 ლარისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ბექა ლილუაშვილის თქმითვე, სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებზე და ამ განსხვავებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 70 წელს გადაცილებული, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 43 000 პენსიონერი მიიღებს დამატებით 20%-ს ზემოაღნიშნულ ზრდასთან ერთად, შესაბამისად, მათი პენსია იქნება 300 ლარი ნაცვლად არსებული 250 ლარისა.



„პენსიონერებთან ერთად გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 42 000-მდე შშმ პირი და მათი სოციალური პაკეტი იქნება 300 ლარი, ნაცვლად არსებული 250 ლარისა. გარდა ამისა, იზრდება სახელმწიფო დანამატების მოცულობა მაღალმთიან დასახლებებში მომუშავე ექიმებისა და ექთნებისთვის. ექიმების შემთხვევაში, 440 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ექთნების შემთხვევაში 220 ლარიდან 250 ლარამდე,“ - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.




როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, გარდა მიმდინარე წელს პენსიების ზრდისა, სახელმწიფომ მიიღო სისტემური გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიების რეფორმის თაობაზე, რომელიც ძალაში შევა 2021 წლიდან.



„აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შემოღებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პენსიონერს პენსია გაეზრდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დაფიქსირდება ქვეყანაში, საშუალოდ, ფასების ზრდა, ანუ პენსია იქნება ინფლაციით ინდექსირებული. ამ გადაწყვეტილებით, მთავრობამ დაადგინა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა პენსიონერი დაზღვეული იქნება ფასების საშუალო ზრდის მაჩვენებლიდან. ამასთან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების შემთხვევაში, ინფლაციასთან ერთად გაიზრდება პენსია ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებლით, ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის თითოეული პენსიონერი უკვე საკუთარ შემოსავალზე იგრძნობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შედეგებს და მას ეს შემოსავალი, ანუ პენსია გაეზრდება. მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ფასების ან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მინიმუმ, ყოველწლიურად, 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 25 ლარით, ეს არის მნიშვნელოვანი და სტრუქტურული გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა.





თეგები:
პენსია



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up