ბექა ლილუაშვილი გერმანიაში დროებითი დასაქმების შესახებ - ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის სამართლებრივად გამართული, სწორი ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი საშუალება

ბექა ლილუაშვილი გერმანიაში დროებითი დასაქმების შესახებ - ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის სამართლებრივად გამართული, სწორი ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი საშუალება

access_time2021-02-17 15:50:22

„გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება არის ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის სამართლებრივად გამართული, სწორი ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი საშუალება, რომლიდანაც ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი ეკონომიკური სარგებლის მიღება და ამასთან ამ ქვეყნებთან მომავალი სრულფასოვანი შრომითი მიგრაციის შეთანხმებებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი წინაპირობა“ - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად მიდიოდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ, გერმანული მხარის მიერ ლეგალური დასაქმების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოთი.


მისივე თქმით, აღნიშნული საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმები.



„ამის გათვალისწინებით, ცხადია ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობების დაცვას და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანას. ქვეყნებს შორის მსგავსი ტიპის შეთანხმებები თანამშრომლობის მიღებული ფორმაა, რომელიც ორმხრივად სარგებლიანია არალეგალური დასაქმების შემცირების და მაღალანაზღაურებადი, სეზონური დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებით ეკონომიკური სირთულეების და კრიზისის დროს. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის სამართლებრივად გამართული, სწორი ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი საშუალება, რომლიდანაც ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი ეკონომიკური სარგებლის მიღება და ამასთან ამ ქვეყნებთან მომავალი სრულფასოვანი შრომითი მიგრაციის შეთანხმებებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი წინაპირობა.“ - განაცხადა ბექა ლილუშვილმა.


(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up