ბექა ლილუაშვილი Fitch-ის რეიტინგზე - ეს არის ძლიერი სიგნალი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანაში არის მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

ბექა ლილუაშვილი Fitch-ის რეიტინგზე - ეს არის ძლიერი სიგნალი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანაში არის მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

access_time2020-08-17 19:10:00

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის დადასტურება, განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევები იზრდება, ეს არის ძლიერი სიგნალი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანაში არის მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის მრჩევლის თქმითვე, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ნათლად ხაზს უსვამს პოზიტიურ შეფასებებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ბიზნესგარემოს ინსტიტუციურ სიძლიერესა და მმართველობის მაღალი ხარისხის მიმართ, რომლის პირობებშიც, შესაძლებელია, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წლის განმავლობაში, ორგანიზაციის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტის ფარგლებში იქნება.




„გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია მნიშვნელოვანი პოზიტიური შეფასებები ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. რაც შეეხება კრიზისის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას, აქაც, სააგენტო აფასებს მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, ორგანიზაცია თვლის, რომ მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ის ღონისძიებები იქნება, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანწილად დიდი როლი ითამაშა ეკონომიკის სწრაფად და ეფექტიანად გახსნამ, რამაც საშუალება მისცა ეკონომიკას, რომ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სწრაფად აღდგენილიყო ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში, ორგანიზაციის შეფასებით, ეკონომიკა დაიწყებს არსებითად გაჯანსაღებას, რაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მთავრობის მიერ განხორციელებული კაპიტალური პროექტები და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ე.წ. ფისკალური სტიმულები, ასევე, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოხმარების ზრდას და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ბანკის მიერ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up