ბექა ლილუაშვილი - ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის

ბექა ლილუაშვილი - ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის

access_time2020-10-20 21:20:01

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აქტივის ეკონომიკურ აქტივობაში ჩადება, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულთან მიმართებაშიც და ეს მოხდება პრივატიზების ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაშიც.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ამისთვის საჭიროა ევროპული სტანდარტების ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს შექმნა. ამ მიზნით ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ევროპული ხარისხის და სტანდარტების ინსტიტუტებს, როგორიც არის კონკურენციის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო, როგორიც არის კომერციული დავების განხილვის ალტერნატიული ინსტრუმენტების გაძლიერება და განვითარება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ბიზნესისთვის, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის ნაწილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი. ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ასევე აუცილებელია, ეს არის ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღება და საქართველოს როგორც რეგიონის ჰაბის პოპულარიზაცია, მისი ჰაბის როლის კიდევ უფრო გაძლიერება. ამ კუთხით ჩვენ გავაგრძელებთ სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ ლიბერალიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ დავასრულებთ წარმატებით მოლაპარაკებებს ისრაელთან, ინდოეთთან და ერთ-ერთ ყველაზე ჩვენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური განზომილების მქონე მოცემულობა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ინვესტორისთვის საქართველო აღარ იქნება მხოლოდ ოთხ მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და მას ექნება წვდომა რეგიონისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში არსებული ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან .

„იმისათვის, რომ ჩვენ ამ პროცესებიდან მივიღოთ მაქსიმალურ ეკონომიკური სარგებელი და თითოეული ადამიანისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყოს სარგებლის მომტანი, ანუ იყოს ინკლუზიური, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს მაღალი ხარისხის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო.


პირველი, მომდევნო წლების განმავლობაში სახელმწიფო შეინარჩუნებს 8%-იან მაჩვენებელს კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვახორციელებთ ორჯერ მეტ ინვესტიციას ვიდრე ამას ვაკეთებდით წინა წლების განმავლობაში რადგანაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ენერგოდამოუკიდებლობა. ენერგოდამოუკიდებლობის შემდგომი ზრდა გარკვეული მიზნით, ბუნებრივია ჩვენ გავაძლიერებთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკას მაქსიმალურად ავითვისებთ განახლებულ ენერგორესურსებს და ასამდე საინვესტიციო პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ეტაპობრივად განვახორციელებთ.

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარება, რაშიც ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ და 2024 წლისთვის ქვეყანაში იქნება 1140 კილომეტრზე მეტი განახლებული ინფრასტრუქტურა ენერგეტიკული ქსელის თვალსაზრისით.

რაც შეეხება სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების აქტიურ პოლიტიკა დავნერგეთ, სოციალური სისტემის ეფექტიანობა, გარემოს დაცვის პოლიტიკა იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება შედეგს, ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც 2021-2025 წლებში გაიზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონსა და ევროპაში და ეს არის დადასტურებული შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ამ ყველაფერს მოყვება დაახლოებით 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა კერძო სექტორში და ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ქვეყნის გამოწვევების ეკონომიკა, რაც დღეს გვაქვს ვაქციოთ ევროპული სტანდარტების შესაძლებლობების ეკონომიკად“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up