ბექა ლილუაშვილი - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი, პანდემიის პირობებში, შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას

ბექა ლილუაშვილი - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი, პანდემიის პირობებში, შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას

access_time2020-06-18 11:00:08

Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის კონსულტანტების მიერ საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კრიზისის შემდგომ ეკონომიკურ გეგმაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.


„საქართველოს მთავრობა მუშაობას განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე და ამ პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას იღებს მაღალი დონის ეკონომიკური ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან. ვმუშაობთ Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მოწყვლადი ეკონომიკების სტაბილიზაციის და გაძლიერების კუთხით. ჩვენ, აგრეთვე, ვმუშაობთ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორთა ჯგუფთან, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.



მანვე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მათი როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.


„რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურების მიღებას ვახერხებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის განვითარების სააგენტოს და ასევე, გაერო-ს განვითარების პროგრამას, მათი როლი ამ პროცესში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.


როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, Deloitte-ის პირველ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც, სამუშაო პროცესში, შიდა უწყებრივი განხილვები გაიმართება.


„დღეს Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის წევრებს წარუდგინეს პირველადი პრეზენტაცია, სადაც მათ ისაუბრეს ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და არსებულ პერსპექტივებსა და რეკომენდაციებზე, როგორც პანდემიის პერიოდში, ისე მის შემდგომ. მოვისმინეთ მრავალი საინტერესო რეკომენდაცია, თითოეული მიმართულებით. ჩვენ განვაგრძობთ მათთან მუშაობას იმისთვის, რომ ჩავრთოთ ადგილობრივი ექსპერტები ამ რეკომენდაციების დახვეწის პროცესში და განვახორციელოთ შიდა უწყებრივი განხილვები. დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი, მათ შორის, ექსპერტების მხრიდან ძალიან პოზიტიურად შეფასდა მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება და ღონისძიება ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის გეგმებში, მათი განცხადებით, თითოეული ეს ნაბიჯი შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ასევე, ძალიან დროული და სწრაფი იყო ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ გადადგა, რათა კრიზისის დროს მაქსიმალურად მხარი დაეჭირა მოქალაქეებისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up