ბექა ლილუაშვილი - ჩვენი კონსულტანტების მთავარი ქვაკუთხედი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი კონსულტანტების მთავარი ქვაკუთხედი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე

access_time2020-08-11 09:56:27

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელობანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ბექა ლილუაშვილის თქმითვე, კრიზისის შედეგად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა და საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარება.



„ჩვენი მთავარი გამოწვევაა ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდა და ასევე მთავარი გამოწვევა უმუშევრობა იქნება, ყველას გვესმის რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ამ კრიზისის შედეგად გაიზრდება და აუცილებლად იქნება საჭირო ღონისძიებები იმისთვის, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დავაბალანსოთ ეს მაჩვენებელი. თუნდაც კარგ, პოზიტიურ სცენარში გეთანხმებით რომ ტურიზმის სრულფასოვნად აღდგენა დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება, რადგან ვინც ამას აფასებს ყველა ამბობს, რომ გლობალურად გადააზრება მოხდა ზოგადად ტურიზმის. როგორც აღვნიშნეთ დაბალანსებისთვის მოგვიწევს, რომ დამატებითი ინსტრუმენტები გამოიყენოთ საინვესტიციო პოლიტიკის კუთხით, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის ინვესტიციების მიმართულებით და უმუშევრობის დაძლევისთვის ეს არის უალტერნატივო. კერძო სექტორში ვგულისხმობ როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.




როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, კონსულტანტები, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან, აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე.



„კონსულტანტების, რომლებიც გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, მთავარი ქვაკუთხედი მათი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე, რადგან როცა გაურკვევლობის ხარისხი დაიკლებს ინვესტორები დაიწყებენ პოტენციური, მაღალი უკუგების საინვესტიციო არეალის ძებნას, რადგან შეუძლებელია, რომ ოქრო დიდი ხანი დარჩეს საინვესტიციო ინსტრუმენტად და აუცილებლად ქვეყანა უნდა დახვდეს ინვესტორს კონკრეტული შეთავაზებებით,“ - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up