ბექა ლილუაშვილი - ბიზნესის კეთების რეიტინგი არის იმის ინდიკატორი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარება უწყვეტი და მდგრადია

ბექა ლილუაშვილი - ბიზნესის კეთების რეიტინგი არის იმის ინდიკატორი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემოს განვითარება უწყვეტი და მდგრადია

access_time2019-10-24 19:14:08

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ეს არ არის თვითმიზანი, ან პანაცეა, ეს არის ძალიან მკაფიო ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი კერძო სექტორი, დასაქმების, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში სიღარიბის გადაჭრის საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 



მისი განმარტებით, ეს პირდაპირ ეხმაურება ქვეყანაში ადამიანზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.



ბექა ლილუაშვილმა ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემო უწყვეტად და მდგრადად ვითარდება.



„რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა კომპონენტისგან, დაწყებული ბიზნესის რეგისტრაციით, დამთავრებული გადახდისუნარიანობის პროცედურებით. ძირითადი არსი არის ის, რომ ქვეყანაში შეფასდეს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური განვითარებისა და პროცედურების ეფექტიანობის დონე და ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს, კერძოდ, 190 ქვეყანას შორის, საქართველო მე-7 ადგილზეა და მეტიც, 10 სხვადასხვა კომპონენტიდან სამის მიხედვით, პირველ ათეულში ვართ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და განმარტა, რომ საუბარია ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო დროსა და პროცედურებზე, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურებზე, ინსტიტუციურ ჩარჩოსა და ე.წ მინორიტარული, მცირე წილის მქონე აქციონერების უფლებების დაცვის ნაწილზე.







29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...


მსგავსი სიახლეები

up