ბექა ლილუაშვილი - 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით

ბექა ლილუაშვილი - 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით

access_time2019-10-24 20:00:49

ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია და არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოდელირებული, დამახინჯებული რეალობა მიაწოდონ საზოგადოებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



ბექა ლილუაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით და სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მონაცემები 28 პროცენტით გაიზრდება.




„ბატონ ჯაფარიძეს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა, რამდენით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, მაგალითად, გამოხატული თურქულ ლირაში, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამ მაჩვენებლის შეფასებისთვის არ გამოიყენება ნომინალურად, ამერიკული დოლარის ვალუტა. ამ მაჩვენებლის შეფასებისთვის გამოიყენება ისეთი მეთოდი, რომელიც დამკვიდრებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ, ეს არის საერთაშორისო დოლარის მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლით იმისთვის, რომ ერთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შევადაროთ მეორე ქვეყნის იმავე მაჩვენებელს, გამოიყენება სწორედ ეს მაჩვენებელი და არა რომელიმე ნომინალური ვალუტა რომელიმე ქვეყნის. ამ მაჩვენებლით 2012 წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით, რაც ბუნებრივია, პროგრესია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება, დაახლოებით 28 პროცენტით", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა.







კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up