ბექა ფერაძე - 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, რეგულაციების დარღვევის გამო, 6 212 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

ბექა ფერაძე - 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, რეგულაციების დარღვევის გამო, 6 212 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

access_time2021-03-30 14:10:00

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 6 212-ს საქმიანობა შეუჩერდა. ამის შესახებ ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

„2021 წლის 26-29 მარტის მონაცემებით, ბოლო სამ დღეში შრომის ინსპექციის მიერ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა 382 ობიექტის ინსპექტირება, მათ შორის 316 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა გაფრთხილება და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ასევე, შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაში, რაც საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, მიუხედავად მისი მასშტაბისა. 10 ობიექტზე განხორციელდა შემოწმება უშუალოდ კითხვარის საშუალებით და 50 ობიექტი გადამოწმდა 21:00 საათის შემდეგ, რამდენად ასრულებდნენ ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დადგინდა, რომ პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები იყო სრულად დაცული.

 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის შაბათ-კვირას, 27-28 მარტს ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგი 21:00 საათის შემდგომ და სამწუხაროდ, მოგვიწია ექვსი ფიზიკური პირის დაჯარიმება სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისა და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი განმეორებითი დარღვევისთვის. უკვე ოფიციალურად მივმართეთ კრიმინალურ პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის. იცით, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებითი დარღვევა უკვე იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.


 

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩვენ ჯამში განვახორციელეთ 58 215 ობიექტის ინსპექტირება და ამ პროცესში ჩართულია ყველა ის საზედამხედველო უწყება, რომელიც ამ შემთხვევაში მონაწილეობს დადგენილების მიხედვით. ეს არის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსური პოლიცია და ა.შ. ამ შემთხვევაში, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, 58 000-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა, საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს. რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით განხორციელდა 1 000-მდე ობიექტის შემოწმება. განმეორებით ინსპექტირება განხორციელდა უკვე 16 917 ობიექტზე და დადგინდა, რომ განმეორებითმა ინსპექტირებამ გამოიღო შედეგი.

 

ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის მცირედი გაუარესება, მონიტორინგის ჯგუფები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას და მომავალში იქნება გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ ბიზნესსუბიექტს, თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან და დაიცვან პროტოკოლი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up