ბექა ფერაძე - ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში, პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის

ბექა ფერაძე - ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში, პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის

access_time2021-11-30 23:59:59

ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში. პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომ გადმოწერონ და მიიღონ სერვისები, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მან მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ხვალიდან „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებასთან დაკავშირებით უწყების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.


როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს „მწვანე სტატუსი“, ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს.


„ის უნდა იყოს ვაქცინირებული, იყოს კოვიდგადატანილი, უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათში ვალიდური „პისიარ“ ტესტი, ან სწრაფი „ანტიგენ“ ტესტი 24 საათის განმავლობაში. პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესის და მოქალაქეების სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ორი აპლიკაცია, ესენია, Covid pass და Georgia e-Health. კოვიდპასპორტის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ვიზიტორი, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და სერვისის მიღების მიზნით. უცხოელი ვიზიტორი, როდესაც გადმოკვეთს საზღვარს, წარადგენს კოვიდსტატუსს, ინფორმაცია ავტომატურად აისახება შესაბამის აპლიკაციაში და ამასთანავე, როდესაც ის გადმოიწერს „კოვიდპას“ აპლიკაციას, ის შეუფერხებლად შეძლებს იმ სერვისით სარგებლობას, სადაც მოთხოვნილია „მწვანე პასპორტი“. რაც შეეხება აპლიკაციას Geeorgia e-health, ეს აპლიკაცია გამიზნულია იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გეგმავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის შეუფერხებლად რომ მიიღოს ის სერვისები, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშული აპლიკაციით, უნდა ჰქონდეს აპლიკაცია გადმოწერილი და ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებთან, რომელიც მიერთებულია შესაბამის სისტემასთან, უზრუნველყოფს იმ სერვისების მიღებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იქნება ინტეგრირებული.



კითხვების შემთხვევაში ამოქმედებულია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1505, ასევე 1522 და 144. ასევე, ხვალიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა კოვიდაპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში. პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომ გადმოწერონ და მიიღონ სერვისები. ჩვენი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უწყებასთან ერთად აღვასრულებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილებითაა გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელი ობიექტი არ დანერგავს „მწვანე ბარათების“ კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება 2 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც ეს გათვალისწინებულია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.


მისივე თქმით, თუ ბიზნესსუბიექტების შემთხვევაში, სისტემური იქნება დარღვევები და საერთოდ არ გამოიყენებს და არ დანერგავს შესაბამის აპლიკაციებს, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება, გარკვეულწილად დროებით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.


„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის სადამსჯელო. აღნიშნული აპლიკაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ეკონომიკური მდგრადობა ბიზნესის ხანგრძლივი ოპერირებისთვის. ეს არის აპრობირებული და დანერგილი, საკმაოდ კარგად განვითარებული მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში, რომელთაც პანდემიის მართვის გზა აირჩიეს და სწორედ აღნიშნული აპლიკაციების დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება არა შემზღუდველ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ აღნიშნული მეთოდით ეფექტურად და თანამედროვე მიდგომებით იმართოს პანდემია. ასევე შენარჩუნებული იქნება დასაქმების ადგილები და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული. აღსრულების მექანიზმი ახალი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია 2019 წლიდან სხვადასხვა უწყებასთან ერთად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, შემოსავლების სამსახურთან, საპატრულოსთან და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ჩვენ ერთობლივი ძალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ აღსრულებას და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ცხადია, ამ მექანიზმებს ავამოქმედებთ. ამ ეტაპზე აღნიშული გადაწყვეტილება მოლებზე არ ვრცელდება. მოლებში არსებულ კვების ობიექტებზე და სხვა გასართობ დაწესებულებებზე ვრცელდება აღნიშნული აპლიკაციების გამოყენება“, – განაცხადა ფერაძემ.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up