ბექა ფერაძე - სამშენებლო სექტორის გახსნა არ ნიშნავს, რომ მათი კონტროლი არ განხორციელდება, იქნება ყოველდღიური მონიტორინგი, როგორ იცავს ბიზნესი რეკომენდაციებს

ბექა ფერაძე - სამშენებლო სექტორის გახსნა არ ნიშნავს, რომ მათი კონტროლი არ განხორციელდება, იქნება ყოველდღიური მონიტორინგი, როგორ იცავს ბიზნესი რეკომენდაციებს

access_time2020-05-04 19:58:35

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიების შემოწმება პირველი მაისიდან დაიწყო და რამდენიმე დღეში შეისწავლეს სამი ათასზე მეტი კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის ეკონომიკის გახსნის სამუშაოებს მიეკუთვნებოდა.

 

„ეს არის მშენებლობა, მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები, საშენი მასალების წარმოება, სარემონტო სამუშაოები, ავტოსამრეცხავოები. უსაფრთხოების გარკვეული კომპონენტიც იქნება ნებადართული, რომელიც მეტწილად წარმოებაზეა ორიენტიებული – მშენებლობა და წარმოების სექტორი. ჯამში ჩვენ ამით დადებითი სურათი ვნახეთ, რის მიხედვითაც მთავრობას მიეცა საშუალება, რომ სექტორული მიმართულებით მომხდარიყო ნების დართვა და 5 მაისიდან ეკენომიკირი საქმიანობა დაიწყება. ხვალიდან განურჩევლად სტატუსისა, ვინც ამ სექტორში ახდენს ოპერირებას, მათ მუშაობის დაწყების საშუალება ექნებათ“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

 

მისივე განმარტებით, სამშენებლო მასალების რეალიზებასთან დაკავშირებული ნაწილი მესამე ეტაპის ეკონომიკის გახსნაში შედის.

 

„ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ონლაინ ვაჭრობა შეუძლიათ“, – დასძინა ბექა ფერაძემ.

 

ასევე, მან ისაუბრა, თუ დაახლოებით რამდენი კომპანია დაიწყებს ხვალიდან საქმიანობას.

 

„აქ საუბარია სექტორული მიმართულებით ეკონომიკური საქმიანობის ნების დართვაზე. ეს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. სექტორში დაახლოებით 20 ათასამდე ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული. ზოგადი სურათის სანახავად ჩვენ კომპანიების ნაწილის შემოწმება მოვახდინეთ. ზოგადი სურათი დამაკმაყოფილებელია. ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ მე-3, მე-4 და მე-6 ეტაპამდე არსებული კომპანიების შემოწმებას, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ზუსტი სურათი გვქონდეს – სად არის გამოწვევები, სად უნდა მივაწოდოთ ბიზნესს მეტი ინფორმაცია, სად უნდა დავეხმაროთ იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება ეფექტური იყოს და ამით ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.


 

ამასთან, ბექა ფერაძემ განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რათა მუშაობის ნებართვა ჰქონდეს.

 

„ეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებია. სულ ჯამში 15 რეკომენდაციაა, რომელიც სხვადასხვა სექტორული

მიმართულებით მოთხოვნებს აყალიბებს. მაგალითად, რომ ბიზნესს უბდა ჰქონდეს პირბადე, სადეზინფექციო საშუალებები, დეზობარიერები, დასაქმებული ადამიანებისთვის ტემპერატურულ კონტროლს უნდა ახდენდეს. მათ შორის დისტანცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

 

მოვუწოდებ ბიზნესს, მოახდინოს საქმიანობის რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ეს მათი ინტერესია, რადგან წინსწრებით მივდივართ და ვამოწმებთ მის შესაბამისობას. როდესაც კიმპანია ოპერირებს წინასწარი შემოწმების გარეშე და არღვევს გარკვეულ მოთხოვნებს, ასეთი კომპანიების დაჯარიმება მოხდება. ჯარიმა 15 ათასი ლარია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

ფერაძის თქმით, კომპანიას, რომელიც კრიტერიუმებს ვერ დააკამყოფილებს, სანქცია დაეკისრება.

 

„ორი მიმართულებით გვაქვს საუბარი. ერთია, როდესაც უკვე მუშაობს, ჩვენ მივდივართ და ვამოწმებთ. ამ შემთხვევაში, თუ ვერ აკმაყოფილებს კომპანია კრიტერიუმებს, მისი სანქცირება ხდება. მაგრამ, როდესაც მას ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა არ აქვს, მაგრამ აქვს სურვილი, მოემზადოს ამ პროცესისთვის, რეგისტრაციის შემდეგ, თუ კომპანიას ხარვეზები აქვს, ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციებს. მასზეა დამოკიდებული, რომ მოკლე ვადებში მოახდინოს დარღვევების გამოსწორება და ჩვენთვის ეს კომპანიები პრიორიტეტულია. კომპანიები დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში შემოწმდებიან. შემოწმება განხორციელდა დარეგისტრირებული კომპანიებიდან, აბსოლუტურ უმრავლესობაში. ჯამში 4 ათასამდე კომპანია იყო რეგისტრირებული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა შემოწმდა. სექტორის გახსნა არ ნიშნავს, რომ მათი კონტროლი არ მოხდება. კონტროლი მოხდება მკაცრად. ხვალ მუშაობას ის კომპანიებიც დაიწყებენ, რომლებიც დარეგისტრირებული არ იყვნენ. ჩვენ ყველა კომპანიაზე გვაქვს ინფორმაცია ვინ, სად და რომელ რეგიონშია რეგისტრირებული. ყოველდღიურ რეჟიმში მიხდება გეგმური მონიტორინგი და  მუშაობის პროცესში გაკონტროლება, როგორ იცავს ბიზნესი რეკომენდაციებს“,- განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

 

შეგახსენებთ, ხვალიდან სამშენებლო სექტორის კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ.


წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up