ბექა დოჭვირი - უფრო სწრაფად გავხსენით ეკონომიკის გარკვეული დარგები, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული

ბექა დოჭვირი - უფრო სწრაფად გავხსენით ეკონომიკის გარკვეული დარგები, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული

access_time2020-05-22 21:56:49

ისევე, როგორც სხვა განვითარებული ქვეყნები, ვაკვირდებით, უკვე გახსნილმა ეკონომიკურმა სფეროებმა, რა ზეგავლენა მოახდინა დაავადების გავრცელებაზე. შემდგომ ხდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა და დამატებით, ახალი გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.


მისი თქმით, პარლამენტმა დღეს მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებას, მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იმისათვის, რომ კონტროლი იყოს შესაბამისი, განახორციელოს რიგი შეზღუდვების დაწესება.



„დღეის მდგომარეობით, ჩვენ მოვხსენით კომენდანტის საათი, რომელიც დღეს, ღამის 12 საათიდან იქნება მოხსნილი. აგრეთვე, გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოხსნილია, მაგრამ ბუნებრივია, რეკომენდაცია რჩება, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა, რომლებიც 70 წლის და ზემოთ არიან, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. ასევე, მოიხსნა 3 კაციანი შეზღუდვა, როდესაც მგზავრობა ხდება ავტომობილით. ეს შეზღუდვა დარჩა მხოლოდ ტაქსით გადაადგილებისას. დანარჩენ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, წარმოდგენილი არის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა და მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ექსპერტებთან კონსულტაციით, ეტაპობრივად ახორციელებს აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას.


ბუნებრივია, ყველა აკვირდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ იქიდან გამომდინარე, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, ჩვენ ეს ფაზები დავაჩქარეთ და უფრო სწრაფად გავხსენით ეკონომიკის გარკვეული დარგები, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up