ბექა დავითულიანი: თბილისის არქიტექტურა საზოგადოების სახეა, ის მახინჯია და უნდა გავყინოთ

ბექა დავითულიანი: თბილისის არქიტექტურა საზოგადოების სახეა, ის მახინჯია და უნდა გავყინოთ

access_time2021-06-11 14:50:00

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის შეფასებით, თბილისი ბოლო 30 წლის განმავლობაში განუკითხავი მშენებლობებით დაზარალდა. “საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით კი, ეს პრობლემა უნდა შეჩრდეს.


კერძოდ საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს.


მისი განმარტებით, სამშენებლო ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვთ დარღვევები, თუმცა ის ზეგავლენას არ ახდენს უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე.


დეპუტატი ირწმუნება, რომ ამ ცვლილებით, რეალურად ეხმარებიან მოქალაქეებს და არა დეველოპერებს, რადგან ისინი მშენებლობის დროს წინასწარ ყიდიან სახლებს და შემდეგ პრობლემები რჩებათ ფართის მფლობელებს. სამშენებლო ამნისტია არ ეხება ისტორიულ არეალს.


“არც იმაზეა საუბარი - ამას ვითომ იმიტომ ვაკეთებთ, რომ დეველოპერებს რაღაცეები “გავუპრავოთ“. ასე შეზრდილი რომ გვქონდეს ეს ბიზნესი, რამენაირად ნებართვას მივცემდით და “გაპრავება“ არ დასჭირდებოდა.



ვერ გავექცევით მოცემულობას, დეველოპერები აშენებენ, წინასწარ ყიდიან სახლებს და მერე 90% ისე გადის, რომ მოქალაქეებს კონკრეტული პრობლემები რჩებათ. დეველოპერს საერთოდ აღარ აინტერესებს იმ სახლს ექსპლუატაციაში მივიღებთ თუ არა. ჩვენ ახლა ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების პრობლემას და არა დეველოპერებისას. რა თქმა უნდა არსებობენ ძალიან არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, რომლებმაც აგვიშენეს სპორტის სასახლის უკან, აგრეთვე პირველი სკოლის უკან კორპუსი. მათ შორის არსებობენ წესიერი დეველოპერები, რომლებსაც გვინდა არ გვინდა, აქვთ გარკვეული დარღვევები. ამნისტია უნებართვო მშენებლობებს არ შეეხება“,- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.


მან “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობებზე მკაცრი რეგულაციები დაწესდება.


“სისხლის სამართლის დანაშაულად გვინდა ვაქციოთ მშენებლობის შეჩრებაზე უარის თქმა. 15 000 ლარიანი ჯარიმა 1000 კვადრატის გადაჭარბებას ვერ შველის, ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ შეჩერებაზე რომ გამოვუწერთ და არ გაჩერდება, იმიტომ, რომ 15 000 ლარად 1000 კვადრატს ამატებს, დავაკავებთ, იმიტომ, რომ ამ ქალაქის ეს ქაოტური განაშენიანება შევაჩეროთ.


ამ ქალაქის ქაოტური განაშენიანება მთავარი პრობლემაა, ხომ არ გგონიათ, რადგან სახელისუფლებლო გუნდს წარმოვადგენ, ამ ქალაქს რამე მირჩევნია? მოცემულობას უბრალოდ ვერ შევცვლით და ადამიანებს ვერ გამოვყრით უკვე ნაყიდი სახლებიდან, დეველოპერებს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ. აქ უნდა გავყინოთ ეს სურათი და ვთქვათ, ამის შემდეგ ვინც მსგავსს ჩაიდენს, ციხეში წახვალთ და გაჩერდით. მართლა საზოგადოების სახეა ქალაქი და მისი არქიტექტურა. დღეს ჩვენი სახე მახინჯია, რომელიც უნდა გავყინოთ და გამოვასწოროთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up