ბენზინთან ერთად ავტოგაზიც ძვირდება

ბენზინთან ერთად ავტოგაზიც ძვირდება

access_time2021-12-23 11:00:10

ბენზინის გაძვირებას ბუნებრივი და თხევადი აირებიც მიჰყვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე ინტერვალებით მატულობს ფასი. ამ დროისთვის 1 კბ/მ ბუნებრივი გაზი 1,55 ლარი ღირს, ხოლო  თხევადი აირის (LPG) ღირებულება 1,70 ლარია. თუმცა უფრო ძვირი ღირდა ზაფხულის განმავლობაში, რაც პროდუქტის დეფიციტით იყო გამოწვეული.



თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის, იმპორტიორი ნიკა ხოფერიას ინფორმაციით, ავტოგაზი ამ ეტაპზე  უკვე მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გამო ძვირდება.



,,ნედლი ნავთობის ფასები გაზრდილია და ეს ტრენდი ყველა სახეობის პროდუქტზე  გავრცელდა. შესაბამისად, ნავთობპროდუქტების ყველა სახეობა ძვირდება, რაც გლობალური ფაქტორით არის გამოწვეული, შესაბამისად,  მატულობს ფასი. თხევადი გაზის ფასმა თავის პიკს მიაღწია ზაფხულში, როცა თითქმის 2 ლარამდე გაძვირდა. დღესდღეობით  სიტუაცია მეტნაკლებად დარეგულირდა. ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვა მოცემულობასთან. 2,5-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა მისი ღირებულება  ევროპასა და სხვა ბაზრებზეც. უფრო მაღალ ფასში მოგვეწოდება ამ ეტაპზეც, ვიდრე შარშან ღირდა. უფრო ინერციული პროცესებია და საფასო რყევებს აქვს ადგილი, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - ამბობს ხოფერია  ,,კომერსანტთან“.



მისივე თქმით,  თხევადი აირის ბაზარზე დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და ამ მხრივ ბაზარზე რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის.




რაც შეეხება ნავთობის ფასს გლობალურ ბაზრებზე, 2021 წლის 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი  გაიზარდა.

 


კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 73,98  (+ 2.46)  დოლარი/ბარელზე შეადგინა.

 


ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,12 (+  2.51)  დოლარი/ბარელზე.



წინა კვირას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები 2-3%-ით შემცირდა, რაც კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული შეშფოთებით არის განპირობებული.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up