ბენზინისა და დიზელის იმპორტი $96 მლნ-ით გაიზარდა

ბენზინისა და დიზელის იმპორტი $96 მლნ-ით გაიზარდა

access_time2021-07-26 13:00:42

6 თვეში ნავთოპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $96 მლნ-ით $327 მლნ-მდე გაიზარდა, იანვარ-ივნისში რაოდენობრივმა ზრდამ 6.7%-ს მიაღწია, თანხობრივმა კი 41.3%-ს. დისბალანსის უმთავრესი მიზეზი საერთაშორისო ფასების გაორმაგებაა. 


გასული წლის დასაწყიში Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი $69-ს აღწევდა. კლება უკვე იანვრიდანვე, მას შემდეგ დაიწყო, რაც კოვიდის გამო ჩინეთში მოთხოვნა შემცირდა. საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოპოვების შემცირების თაობაზე ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო 8 მარტს ერთ ღამეში „შავი ოქრო“ 35%-ით $33-მდე გაიაფდა, აპრილში კი XXI საუკუნის ანტირეკორდი მოხსნა და $18-მდე დაეცა. ამერიკული მსუბუქი ნავთობი კი მინუსში გავიდა და ისტორიულ მინიმუმი -$38 დააფიქსირა. მსგავსი მასშტაბის ვარდნა არ მომხდარა პლატსზე, საიდანაც საქართველო უკვე გადამუშავებულ საწვავს ყიდულობს, თუმცა საწვავის იმორტი მაინც $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, რაოდენობრივად კი მცირედით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც არა მოხმარების ზრდით, არამედ მარაგების შექმნით იყო გამოწვეული.


OPEC+ კარტელმა ფასების უპრეცედენტო ვარდნას, მოპოვების ასევე უპრეცედენტო 10%-იანი შემცირებით უპასუხა, რის შემდეგაც უკვე ივნისში ბარელის ღირებულებამ $40-ს გადააჭარბა, დეკემბერში კი, კოვიდვაქცინის გამოჩენისთანავე, $50-ს ბარელზე. დღეს ფასი უკვე პანდემიამდელ ნიშნულს აჭარბებს და $74-ს აღწევს.



მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რაოდენობრივად ბენზინისა და დიზელის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით, ხოლო 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 7.7%-ით 532 ათას ტონამდე გაიზარდა. ბენზინის იმპორტი დიზელისას უტოლდება და თითოეულ შემთხვევაში 266 ათას ტონას უდრის.


ბენზინის ბაზარზე რეგულარი დომინირებს და მისი წილი 65.6%-ს აღწევს, პრემიუმზე 32.3% მოდის, სუპერზე კი 2.1%.


ბოლო 2.5 თვეში ლარის გამყარებამ საწვავზე ფასების ზრდა ვერ შეაჩერა. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე იაფაიანი რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულებაც კი 2.90-ს აჭარბებს და 2.99-მდე ადის, პრემიუმის ფასი 3.05-დან იწყება და 3.14-მდე ადის. დიზელის ფასი კი 2.82-დან იწყება და 3.02-მდე ადის.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up