ბენზინის ფასმა 2.85 ლარს გადააჭარბა - უახლოეს პერიოდში შემცირების რესურსი არ არსებობს

ბენზინის ფასმა 2.85 ლარს გადააჭარბა - უახლოეს პერიოდში შემცირების რესურსი არ არსებობს

access_time2021-04-14 11:00:39

საქართველოში საწვავის მორიგი გაძვირების შემდეგ, ბრენდირებულ ბენზინგასამართს სადგურებზე, ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმა 2.65-ს, პრემიუმისამ კი 2.85-ს გადააჭარბა, რაც 3 კვირის წინანდელ მაჩვენებელს 15 თეთრით, ნახავარი წლის წინანდელ მაჩვენებელს კი 70 თეთრით აღემატება. უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს.



საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადასახადებია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არ იცვლება.



1 წლის წინ, 2020 წლის აპრილში, როდესაც 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებში იყო გამოკეტილი და პრაქტიკულად მთელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სრული კარანტინი იყო გამოცხადებული, საწვავის მოხმარება და შესაბამისად ნედლ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, რამაც Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 73%-ით $18-მდე შემაცირა, ეს XXI საუკუნის მინიმუმი იყო. ბევრად უფრო ეგზოტიკური ამბავი ამერიკულ მსუბუქ ნავთობს - WTI-ს გადახდა. მარაგების გადავსებისა და კონტრაქტების ვადის ამოწურვის შედეგად, ღირებულება მინუსში გავიდა და -$38-ზე დაფიქსირდა, ეს კი ნავთობის წარმოების  ისტორიაში აბსოლუტურ მინიმუმს ნიშნავდა.



ავტომობილში ნედლი ნავთობი არ ისხმება, მართალია პლატსზე გადამუშავებული საწვავის ფასიც მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არა 73%-ით. ამავე დროს იგივე დარჩა აქციზი, სახელფასო ხარჯი და თითქმის იგივე ტრანსპორტირების ღირებულება. ყოველივე ამის გამო, დაგვიანებით მაგრამ მაინც საწვავზე საცალო ფასები საქართველოშიც შემცირდა, მაგრამ მხოლოდ 20-25 პროცენტით.



მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასების ზრდა მაისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც OPEC+ მოპოვების რეკორდულ, 10%-იან შეთანხმებას მიაღწიეს. მოპოვების კლებას ზაფხულში რეგულაციების მკვეთრი შემცირება დაემატა, დეკემბრიდან კი უკვე ვაქცინაცია. შედეგად დეკემბერში 1 ბარელი ნავთობის ფასი $50-ს გადასცდა, თებერვალში $60-ს. დღეს $64-ს უდრის. პირველ კვარტალში 4.5%-ით გაუფასურდა ლარიც.




ბოლო პერიოდში იმპორტიორები ხშირად აქციზის ფასის განახევრებას ითხოვენ. ეს გადაწყვეტილება 1 ლიტრ ბენზინს ერთჯერადად 19 თეთრით გააიაფებს, თუმცა ამავე დროს 2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით ბიუჯეტის შემოსავლებს 276 მლნ ლარით შეამცირებს. მაშინ როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია.



აქციზის განაკვეთი 2017 წლის იანვრამდე 1 ტონა (1300 ლიტრ) ბენზინზე 250 ლარს შეადგენდა, დიზელზე 150 ლარს. მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების შედეგად ბიუჯეტში შემცირებული გადასახადების კომპენსირების მიზნით ბექნზინზე აქციზის ფასი 500 ლარი გახდა, დიზელზე კი 400. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ივესტიციების მოცულობა 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა და ამ მინიმუმის 90%-იც რეინვესტირება იყო.


განსხვავებით სხვა, თუნდაც პირველადი მოხმარების პროდუქტისგან ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გავლენას მთელს სამომხმარებლო კალათაზე ახდენს. მარტში ინფლაციამ ორწლიან მაქსიმუმს 7.2%-ს მიაღწია. მასში ბიუჯეტიდან სუბსიდირების მოტივით, გაძვირებული ელექტროენერგია ასახული არ არის. საქსტატის სადავო მეთოდიოლოგიას ეკონომისტთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიუჯეტს გადასახადის გადამხდელები ავსებენ. გადასახადს კი ყველა იხდის, მათ შორის უმუშევარიც. მაღაზიაში რაიმეს შეძენისას +18% დღგ-ს სახით არა მეპატრონის, არამედ ბიუჯეტის ანგარიშზე ირიცხება. ელექტროენერგია ერთადერთი არა, მაღაზიის პურის ფასიც ხელოვნურად ტომარა ფქვილზე 15 ლარიანი სუბსიდიით ნარჩუნდება, სადაც სუბსიდია არ ვრცელდება, თონეებში პური 20%-ით 1.20 ლარამდე გაძვირდა.



აღსანიშნავია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ისეთებზე როგორებიცაა, ყავა, ჩაი, შაქარი, ზეთი, სამედიცინო მომსახურება, ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, რითაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტამდე სოციალურად დაუცველ პირთა რაოენობა 110 000-ით 542 000-მდე გაიზარდა.



ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტი თანხობრივად $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შეამცირა. რაოდენობრივად კი პირიქით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა კიდეც. ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. როგორც ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა "კომესანტთან" საუბარში განმარტა, კომენდანტის საათის გამო რეალურად მოხმარებაც შემცირდა და რაოდენობრივად გაზრდილი იმპორტი კომპანიებმა მარაგების შესქმნელად გამოიყენეს.



უახლოეს პერიოდში ლარის გამყარება, ან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საცალო ბაზარზე საწვავი თუ კიდევ არ გაძვირდა, გაიაფებით კი არ გაიაფდება.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up