ბენზინის ამბოხება ირანში

ბენზინის ამბოხება ირანში

access_time2019-11-20 20:00:48

გასულ კვირას, როდესაც ირანის მოსახლეობა უქმე დღეებისთვის ემზადებოდა, მთავრობამ გამოაცხადა ახალი რეფორმის თაობაზე.საუბარია, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ფეთქებადსაშიშ თემას - შეღავათებს საწვავზე.„შავ პარასკევამდე„ ყოველ ირანელს თვეში 250 ლიტრი ბენზინის შეძენა შეღავათიან ფასად - 10 000 რიალად შეეძლო, ხოლო ამ რაოდენობის ზევით საწვავის ფასი 3-ჯერ იზრდებოდა.


რეფორმამ რადიკალურად შეცვალა სიტუაცია - სუბსიდირებული საწვავის რაოდენობა თვეში 60 ლიტრამდე შემცირდა, მისი ღირებულება კი 15 000 რიალამდე გაიზარდა. ეს ძალიან ცოტაა - სულ რაღაც 13 ცენტი, თუმცა, ირანელებისთვის იაფ საწვავი ისეთივე ბუნებრივ მოვლენად ითვლება, როგორც უფასო ჰაერი.ისინი თვლიან, რომ ღმერთმა მისცა მათ ნავთობი და ამ სიმდიდრის ნაწილი ეკუთვნის ქვეყნის ყველა მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ამაზე მთავრობა.


ეს თეზისი სახელმწიფოს და ხალხს შორის არაფორმალური შეთანხმების ურყევი პირობაა - და აი, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ პირობის ცალმხრივად გადახედვა. თანაც 1 კვირის წინ პრეზიდენტმა როუხანიმ დიდი აღტკინებით განაცხადა, რომ აღმოჩენილ იქნა ნავთობის ახალი დიდი საბადო, რომელიც ირანს ნავთობის მარაგების მიხედვით მსოფლიოში მე-3 ქვეყანად გადააქცევს , საუდის არაბეთის და ვენესუელის შემდეგ.


მშფოთვარე მოლოდინებმა მთელი ირანი ჯერ კიდევ 12 ნოემბერს მოიცვა, პარლამენტის დახურული სხდომის შემდეგ, რომელზეც გაცხადდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მისმა დეფიციტმა 15 მლრდ. დოლარს მიაღწია. შესაბამისად, სახელმწიფო ხარჯები მინიმუმამდე მცირდება.


ბოლო წლებში ქამრების მოჭერა არ არის რაღაცა ახალი და დაუჯერებელი ირანელებისთვის, თუმცა, არავინ  ელოდა, რომ მთავრობა თავისი საბიუჯეტო პრობლემების გადასაწყვეტად ხელს მოსახლეობის ჯიბეებში ჩაყოფდა და საწვავს გააძვირებდა.


ოფიციალურმა პირებმა და სამთავრობო პროპაგანდისტებმა სიტუაციის დამშვიდება სცადეს და განაცხადეს, რომ რეფორმების შედეგად მიღებული 800 მლნ. დოლარი წავა არ ბიუჯეტში, არამედ ღარიბი ფენების მიზნობროვ დახმარებაზე. მათი თქმით, 18 მლნ. ოჯახი, ანუ, ქვეყნის მოსახლეობის 80-დან 60 მლნ. ადამიანი მიიღებს დახმარებას.თეირანის მმართველი ელიტისთვის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უკვე გავიდა ის დრო, როდესაც მოსახლეობას შეეძლო ამ რეფორმის მიღება აღტაცების გარეშე, მაგრამ გაგებით.


დღეს ირანელები ამბობენ - „ხელისუფლებას არ შეუძლია ინფლაციის მოთოკვა, არ შეუძლია კორუფციის დამარცხება, სამუშაო ადგილების შექმნა. რატომ უნდა დაუჯეროთ მათ?“.თანაც ყველას ესმის - ბენზინის გაძვირება გამოიწვევს ფასების ზრდას ყველაფერ დანარჩენზეც.



ამას ასევე ემატება რეგიონში შექმნილი ვითარება - საწვავის გაძვირების პროტესტები გადაიზარდა მასობრივ ამბოხში ლიბანში და ერაყში, ხოლო ირანელებს, რომლებიც მიიჩნევენ თავიანთ თავს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე განათლებულ და ძლიერ ერად, არ სურთ არაბი მეზობლებისგან ჩამორჩენა.ასევე ეს არაა ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური ხასიათის პირველი პროტესტი. 2018 წელს მთელი ირანი მასობრივიმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელთა მონაწილეები როუხანის ეკონომიკური პოლიტიკის წინაამღდეგ გამოდიოდნენ.


თუმცა, როგორც ჩანს, სათანადო დასკვნა არ გაკეთებულა და მთავრობამ მოსახლეობის აზრის იგნორირება იმის იმედით გადაწყვიტა, რომ ხალხი იწუწუნებს და გაჩერდება.დღეისთვის ძალიან ძნელია ქვეყანაში შექმნილი ვითარების ობიექტური შეფასება - პირველ რიგში სანდო ინფორმაციის სიმცირის გამო.


თუმცა, ცნობილია, რომ საპროტესტო აქციები ტარდება როგორც მსხვილ მეგაპოლისებში - თეირანში, თებრიზში, და მეშხედში, ასევე პატარა ქალაქებში. ეს არ არის მხოლოდ მშვიდობიანი გამოსვლები . მეამბოხეები უკიდებენ ცეცხლს ავტოგასამართ სადგურებს, სახელმწიფო უწყებებს, 18 ნოემბერს კი თეირანში ირანის ცენტრალური ბანკის შენობა დაწვეს.


წესრიგის აღდგენას ცდილობენ პოლიციელები და ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსის მოხალისეები, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას ამბოხებულებს და იცავენ ნავთობბაზებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.მსხვერპლის და დაზარალებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თეირანში შეტაკებების დროს 3 სამართალდამცველი დაიღუპა. პროტესტების მიმდინარეობისას დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.


ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილი, მათ შორის თეირანში, დარჩენილია ინტერნეტის გარეშე, თუმცა, ხელისუფლება უარყოფს თავის კავშირს ამასთან და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ინტერნეტთან წვდომა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღდგება.


ზოგადად, ხელისუფლების რეაქცია ამბოხზე სავსებით ტრადიციულია - ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯავად მონტაზერიმ განაცხადა, რომ „ექსტრემისტები იმართებიან უცხოეთიდან, ხოლო მათი ქმედებები არაკანონიერი და დანაშაულებრივია, ამიტომაც ისინი მკაცრად დაისჯებიან“.


თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას . პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის თავჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის შეხვედრაზე, რომლის დროსაც განიხილებოდა სასამართლოს მიერ პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა. თუმცა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამბოხების ჩაქრობას მშვიდობიანი გზით ვერ შეძლებს.


დღეს მთავარი საკითხია რამდენად შორს წავა ამბოხი და შეუძლია თუ არა მას ხელისუფლების შეცვლა. სავარაუდოდ, არა, რადგანაც, გამომსვლელებს არა აქვს მკვეთრი პოლიტიკური მოთხოვნები, არ გააჩნიათ ორგანიზაციული რესურსი და ბირთვი, რომელიც შეძლებს ხელისუფლების ძალისმიერ ჩამოგდებას.ამიტომაც, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ პროტესტებს ექნება შეზღუდული და დროებითი ხასიათი.


თუმცა, ის მაინც არ ჩაივლის უკვალოდ ხელისუფლებისთვის - 2020 წლის თებერვალში ირანში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და სავარაუდოდ, დღევანდელი არეულობა რეიტინგს მმართველ პარტიას  არ შემატებს .


Haqqin.az

თენგიზ აბლოთია





გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up