„ბენზინგასამართმა სადგურებმა თბილისის ქუჩებში ტროტუარები შეჭამეს“

„ბენზინგასამართმა სადგურებმა თბილისის ქუჩებში ტროტუარები შეჭამეს“

access_time2018-11-20 13:00:00

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული რეალური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული და ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, უფრო კომფორტული საცხოვრებლად“,  თბილისის მერის კახა კალაძის ეს განცხადება რომ ხშირად აცდენილია რეალობას, ყველაზე ხშირად ფეხით მოსიარულეები გრძნობენ. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ტროტუარებზე, რომელიც არა მხოლოდ დისკომფორტული, არამედ ზოგჯერ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 


პრობლემა ბევრად უფრო მწვავე ხდება, თუ საუბარი ბენზინგასამართ სადგურებს შეეხება, რომელიც უშუალოდ ტროტუარზე მდებარეობს და საფეხმავლო ბილიკითვის ადგილზე საერთოდ არ არის გამოყოფილი სივრცე. დარგის სპეციალისტები რეალობას მარტივად ხსნიან : „ბენზინგასამართმა სადგურებმა დღეს თბილისის ქუჩებში  ტროტუარები შეჭამეს“.


მაგალითი არაერთია, მათ შორის ყველასათვის ცნობილი ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბენზინგასამართი სადგურები უშუალოდ ტროტუარზეა განთავსებული. კოსტავას ქუჩაზე ზოოპარკის შესასვლელთან არსებული „ვისოლი“-ს ბენზინგასამართი; დადიანის ქუჩაზე ზუსტად მე-10 სკოლის წინ მორიგი სადგური დაგვხდებათ და საფეხმავლო ბილიკი საერთოდ არ შეგხვდებათ.  გლდანში გობრონიძის 8 ნომერში გალფი“-ს ბენზინგასამართი სადგურიც ზედ ტროტუარზეა გათავსებული.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი  მშენებლობაზე ნებართვა კახა კალაძის მერობის დროს არ გაცემულა, თუმცა მოცემული კანონმდებლობა დღეს ტროტუარებზე ბენზინგასამართი სადგურების განთავსებას არ კრძალავს, რაც თავის მხრივ, არც იმას გამორიცხავს, რომ  შესაძლოა დედაქალაქს უფრო მეტი პრობლემა შეემატოს. თანაც მაშინ, როდესაც გლდანში, გობრონის ქუჩის შემთხვევაში მაგალითად „გალფის“ შენობა ადრე აშენდა, მაგრამ რეკონსტრუქციაზე ნებართვა მიმდინარე წლის სექტემბერშიი გაიცა.


 


როგორც დარგის სპეციალისტები „კომერსანტ“-თან განმარტავენ არ არსებობს კონკრეტული თანამედროვე სტანდარტი, როგორ და რის მიხედვით მოეწყოს დედაქალაქის ტროტუარები. შესაბამისი სამსახურები კი მოქმედებენ უძველესი საბჭოური ე.წ. გოსტებით, რომელიც უფრო ინჟინრულ საკითხებს მოიცავს, ვიდრე უსაფრთხოებას. ხშირ შემთხვევაში  ეს საბჭოური წესებიც ირღვევა. მაგალითად, კეკელიძის ქუჩის ბოლოში, ჟვანიას ქუჩის დასაწყისში სავალი ბილიკი საერთოდ არ არსებობს და ადამიანები ფაქტობრივად შუა ქუჩაში გადაადგილდებიან.

 

„თანამედროვე სტანდარტი, პირველ რიგში, ორიენტირებულია ქვეითის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე, რაც ჩვენთან უკვე შეუძლებელია. ვითარება უფრო მძიმდება ბენზინგასამართების შემთხვევაში, რადგან წარმოიდგინეთ დღემდე მკაცრად რეგლამენიტრებული ისიც კი არ არის საერთოდ სად უნდა იყოს განთავსებული ეს სადგურები და სად არა.  ამ დროს რისკები მაღალია: მაგალითად, ნებისმერ წუთს შესაძლოა გაიაროს ადამიანმა, რომელიც თამბაქოს მოიხმარს.  ასევე ბენზინგასამართამდე ტროტუარები როგორც წესი მთავრდება და არ არის საფეხმავლო. ყოვეწამიერი რისკია ისიც, რომ ავტომობილი ადგილზე ისე შედის და გადის, მუდმივად მაღალია ავარიული შეჯახების ალბათობა, რის გამოც ხელოვნურად ფერხდება ტრანსპორტის მოძრაობა, მცირდება გამტარუნარიანობა და იქმნება საცობები.  თბილისში იშვიათად გვხდება ადგილები, სადაც დამცავებია მოწყობილი - ასეთი რამ სკოლებთანაც კი არ არის“,- განმარტავსა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

 


დავით მესხიშვილის მოსაზრებას სრულად იზიარებს “hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძეც. მისი თქმით ზოგადად ბენზინგასამართების პრობლემა და კონკრეტულად მათი  განთავსების არეალებიც უკვე ბოლო ათწლეულია, რაც დედაქალაქის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. მათ შორის საკითხი კვლავ აქტუალური კახა კალაძის მერობის დროსაც.

 

„ზოგადად ეს თემა დღის წესრიგში არაერთხელ დადგა. ნარმანიას მერობისას გაკეთდა განცხადება, რომ მოხდებოდა სადგურების ტროტუარებიდან აღება და ასევე მომავალში აღარ გაიცემოდა მსგავსი ნებართვები. თუმცა განცხადებიდან ზუსტად რამდენიმე თვეში გაიცა ნებართვა ლაგუნას ტერიტორიაზე, სადაც არის „ლუკოილი“ და „გალფი“;  მათ მოპირდაპირე მხარეს გაიხსნა „ფრეგო“. კახა კალაძე ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობს, რაც ეჭვებს ბადებს. რაც შეეხება რეგულაციას, ბევრი ხარვეზია ამ კუთხითაც. ძირითადად უფრო ყურადღება გამახვილებულია შენობის მოწყობაზე, ვიდრე უსაფრთხოებაზე. ასევე, ბუნებრივია, არ ხორციელდება არც მონიტორინგი. ზოგადად ვისაც ბენზინგასამართი სადგურის აშენება სურს, ფორმალურ ექსპერტიზას ატარებს, იღებს ლიცენზიას და შესაბამის დასკვნას მერიაში წარადგენს, სადაც როგორც წესი არ კეთდება ანალიზი , მოკვლევა, რა უკუშედეგი შეიძლება კონკრეტულ ტერიტროაზე განთავსებულმა  ბენზინგასამართმა მოიტანოს“,- აღნიშნას ვასილ ურუშაძე.


კითხვაზე, როგორი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბენზინგასამართი სადგური და სად უნდა განთავსდეს იგი, როგორც “hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ პირველ რიგში  განვითარებული ქვეყნებში მსგავსი შენობები ქალაქის ცენტრში არასდროს გვხვდება. როგორც წესი, ბენზინგასამართები მაგისტრალებზე და შესაბამის ტერიტორიებზეა მოწყობილი; დამონტაჟებულია ე.წ. დამცავებიც, რათა გზის სავალი ნაწილიდან უსაფრთხოდ მოხვდე აღნიშნულ ტერიტორაზე. თბილისში მსგავსი არეალების შექმნა და განვითარება შესაძლებელია კახეთის გზატკეცილზე, მეტნაკლებად აღმაშენებლის ხეივანზე და ა.შ.

 

„ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ბევრ ქალაქში ასევე გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც ყველა ბენზიგასამართი სადგური ერთად იყრის თავს.  მსგავსი სწორი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს საქართველოშიც, სადაც პრობლემა გვაქვს  მმართველობაშიც და ბიზნესშიც. ეს უკანასკნელი რატომღაც ფიქრობს, რომ თუ ახლოს მივა მომხმარებელთან, მეტ რეალიზაციას მოახდენს და ამიტომ საქმიანობას იწყებს ყველგან, სადაც მოისურვებს.   თავის მხრივ ამ ყველაფრისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ  მას დიდი ფინანსური დაინტერება აქვს. კერძოდ, კორუფცია, ნეპოტიზმი, რის გამოც კომპანიებს აძლევს საშუალებას სურვილისამებრ განათავსონ საკუთარი ბენზინგასამართი სადგურები“,- აღნიშნავს ვასილ ურუშაძე.


„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე  გავავრცელებთ.  მანადე შეგახსენებთ, რომ  თბილისში კომფორტული ცხოვრება ასეა წარმოდგენილი:



             


                         









სალომე ლემონჯავა




#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...


მსგავსი სიახლეები

up