ბენტონიტური თიხის საბადოს ლიცენზია იყიდება. საწყისი ფასი 14 291 763 მლნ ლარია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფ. ბენარას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩურჩუტო-ჩიხელის“ საბადო აუქციონზე წიაღის ეროვულმა სააგენტომ გამოიტანა. მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა 16 613 000 ტონაა. ლიცენზიის ვადა 20 წელია.
ინვესტორმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, ორი წლის ვადაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით არანაკლებ 5 მლნ ლარი უნდა დააბანდოს და საქართველოს არანაკლებ 50 მოქალაქეც უნდა დაასაქმოს.
შეგახსენებთ, რომ ბენტონიტური თიხა უნიკალური ნედლეულია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მათ შორის, როგორც საყალიბე თიხა-გრანული, საყალიბე თიხა-ფხვნილი, ბენტონიტი საბურღი ხსნარებისთვის, საქონლის საკვების დანამატისთვის და ღვინის გასაფილტრად.
gbc.ge