ბელორუსში „გაზპრომბანკის“ 16 TOP მენეჯერი დააპატიმრეს

ბელორუსში „გაზპრომბანკის“ 16 TOP მენეჯერი დააპატიმრეს

access_time2020-06-15 20:45:33

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აგრძელებს კონფლიქტის გარღმავებას მოსკოვთან. ამის შესახებ გამოცემა finanz.ru წერს.კვირის დასაწყისში გამართული ბუნებრივი აირის ფასებზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ბელორუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტმა (КГК) ჩხრეკა ჩაატარა “ბელგაზპრომბანკის” ცენტრალურ მინსკის ოფისში, რომლის ყოფილმა უფროსმა, ვიქტორ ბაბარიკომ გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენეს.


ბანკის 15 მოწინავე მენეჯერი, რომლის აქციების 99,6%-ს ფლობს „გაზპრომი“ და „გაზპრომბანკი“, ეჭვმიტანილები არიან ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების შექმნაში და საზღვარგარეთ თანხების გასაღებად.


სატელევიზიო არხის Беларусь 1-ის ცნობით, კვირას მოგლიევში დააკავეს ბანკის კიდევ ერთი ხელმძღვანელი, რეგიონალური დირექტორატის ხელმძღვანელი სერგეი კარმიზოვი. მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ასევე ბრალი ედება, სესხების გაცემასთან დაკავშირებულ მანიპულაციებშიც.


სამი დღით ადრე ფინანსური გამოძიების დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე გამოიძია განსაკუთრებით დიდი მასშტაბის გადასახადების გადაუხდელობასა და უკანანო გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.


ბელორუსის პრეზიდენტის პრესმდივანის, ნატალია ეისმონტის თქმით, დაკავებულები აღიარებენ დანაშულს და ჩვენებას აძლევე მათ შორის, ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ბაბარიკოს წინააღმდეგ.


“ამოღებულია დიდი რაოდენობით ფული, ფასიანი ქაღალდები და ოქრო”, – განაცხადა ნატალია ეისმონტმა. საგამოძიებო პოლიციის ინფორმაციით, ბანკის მინსკის ოფისიდან გამოიტანეს 4 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფული და ფასიანი ქაღალდები, რომელთა ღირებულება 500 ათას დოლარზე მეტია.



ასევე, გამოძიების ფარგლებში, 20 მილიონი დოლარის ღირებულების 150 ნახატი იქნა ჩამორთმეული, მათ შორისაა მარკ შაგალის “მწვანე პეიზაჟი” და ჰაიმ საუთინას “ევა”. ისინი “ბელგაზპრომბანკის” კორპორატიული კოლექციის ნაწილი იყო.


ბელარუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის ინტერპოლს დაუკავშირდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.


“ინტერპოლს დავურეკავ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე და ვეტყვი, კარგად გააანალიზონ ეს დოკუმენტები. რუსებს, ამერიკელებს და ევროპელებს მოვიპატჟებ. დაე, მათ შეაფასონ ჩვენი საგამოძიებო ორგანოების მუშაობა და შესაბამისობა კანონთან. საჭირო იქნება – დაივიჭერთ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, – თქვა ლუკაშენკომ კვირას.


ბაბარიკოს, ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს, სურს რომ კონკურენცია გაუწიოს ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. მისი თქმით, ბანკის გარშემო აგორებული სიტუაცია პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ის ასეთი “პროვოკაციული” ქმედებებისთვის მზად არის.


თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ “ბელგაზპრომბანკის” შემოწმება განხორციელდა მისი სახელით. ლუკაშენკოს თქმით, მას სჯერა, რომ ბაბარიკო კენჭს იმიტომ იყრის, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით მოახდინოს აპელირება.


შეგახსენებთ, რომ ბელორუსია მოითხოვს რუსული გაზის ფასის შემცირებას 127 კუბურ მეტრზე $127– დან $80 – მდე, რაც გულისხმობს, რომ ევროპულ ბაზარზე ფასები 40–50 დოლარამდე დაეცა.


თავის მხრივ, „გაზპრომი“ ითხოვს გაზზე გაცემული სესხის გადახდას 165 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც მინსკი არ ცნობს.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up