ბელარუსის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს ქრთამის აღებაში, ქურდობასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს.
„ბაბარიკო დაკავებულია იმის გამო, რომ უშუალოდ ხელმძღვანელობდა უკანონო საქმიანობას, ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, დაემალა ადრე ჩადენილი დანაშაულის კვალი და მის მიერ კონტროლირებული ანგარიშებიდან დიდი თანხა მოეხსნა“, – აცხადებს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომე, ივან ტერტელი.
თავად ბაბარიკო მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“