Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს

Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს

access_time2020-08-04 10:00:05

საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, გლობალური გზით კოროვირუსის მასიურად გავრცელების საპასუხოდ, 21 მარტს საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. თავდაპირველად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება 21 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვები კიდევ ერთი თვის ვადით, 22 მაისამდე გაეგრძელებინა. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან დაკავშირებულ პირებს და მმართველი პარტიის შემომწირველებს კონტრაქტები უკონკურენტოდ გაუფორმეს.


Bellingcat-ის გამოძიება ძირითადად ფოკუსირებულია შესყიდვების ორ სფეროზე, რომლებიც წარმოიშვა კოროვირუსული პანდემიის საპასუხოდ - საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის საჭირო შესყიდვები და საკარანტინო ზონად გამოყენებული სასტუმროს ხარჯები. პირველ შემთხვევაში, მთავარი შემძენი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო (შემდგომში, ჯანდაცვის სამინისტრო), ხოლო მეორე შემთხვევაში - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და დეპარტამენტი ტურიზმი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კურორტები.


გამოძიების ავტორები IDFI-ს მიერ ჩატარებულ უახლეს კვლევის საფუძველზე ამბობენ, რომ საგანგებო სიტუაციის პირობებში სამედიცინო აღჭურვილობის და სერვისების მიწოდებაზე გაფორმებული კონტრაქტების ნაწილი ახლად შექმნილ კომპანიებთან გაფორმდა, რომელთაგან ზოგიერთი არ მუშაობდა სამედიცინო სფეროში და მათი ხელმძღვანელობა მმართველი პარტიის შემწირველი იყო.


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული კონტრაქტების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ Weekend Ltd.-სთან 2020 წლის 8 აპრილიდან 2020 წლის 10 ივნისამდე გაფორმებულ კონტრაქტებს, რომელთა ჯამური ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას 25 000 ლარი შესწირა. გამოძიების მიხედვით, გოლეთიანია ასევე ფლობს Restaurateur Ltd.-ს და Georgian Mobile Import Ltd.-ს წილებსაც.


გამოცემა კიდევ ერთ საეჭვო შესყიდვას ასახელებს, რომელიც კომპანია Ad Media Ltd.-ს უკავშირდება. მათგან სამინისტრომ 40 000-მდე პირბადე შეიძინეს. Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, კომპანიის 25%-ს ფლობს სერგო გალუსტიანი, რომელმაც ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პერიოდში 100 000 ლარამდე შესწირა. ის ასევე ფლობს კომპანია Respirator Ltd.-ს, რომელმაც ფონდი ქართუსგან 4 მილიონი პირბადის შეკვეთა მიიღო.



კომპანია GEOFERRUM Ltd.-ს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური დამცავი კოსტიუმები შეუკვეთა. კომპანია 2019 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა და ეს მათი პირველი საჯარო ტენდერი იყო, რომელშიც 521 700 ლარი მიიღეს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილი Geoortho Ltd.-ს 100%-იან წილსაც ფლობს, რომელიც სამედიცინო პროდუქტებს ყიდის. ლევან ლურსმანაშვილმა ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას ჯამში 35 000 ლარამდე შესწირა. ის ფლობს წილს კომპანია Tandem Ltd.-ში, სადაც მისი პარტნიორები არიან მამუკა ხელაია და დავით კაპანაძე. მათ ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ჯამში 60 000 ლარამდე შესწირეს.


გამოცემის ჩამონათვალში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Sheild Ltd.-თან ერთჯერადი ქუდების და ბახილების მიწოდებაზე გაფორმებული ტენდერიც მოხვდა. კომპანია 2020 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და კონტრაქტის გაფორმება ორ კვირაზე ნაკლებში მოახერხა. მსგავსი სწრაფი მიმდევრობა კომპანიის რეგისტრაციის და სახელმწიფოსთან შეთანხმების გაფორმების კუთხით უკავშირდება TNK Ltd.-საც, რომელიც 2020 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამარტივებული შესყიდვის შეთანხმებას ხელი 2020 წლის 21 აპრილს მოაწერა. არსებული ვითარება მეორდება Elit Medical Ltd-ის შემთხვევაშიც ის 2020 წლის 12 მარტს დაფუძნდა და მალევე მიიღო ჯანდაცვის სამინისტროსგან 704 320 ლარი. 


გამოძიების მიხედვით, 17 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა საერთო რაოდენობა 2 160 613 ლარს აღწევს, გაფორმდა Doctor Goods Ltd.-სა და სახელმწიფო სააგენტოებს შორის. Doctor Goods Ltd.-ს 3 მეწილე ჰყავს. მათგან 49.3% წილს 2020 წლის 28 მაისამდე ფლობდა Startup Georgia Ltd., ამ თარიღის შემდეგ კი Doctor Goods Ltd.-ის წილები მამუკა ხადურსა და დავით ტვილდიანს შორის გადანაწილდა. Bellingcat-ის ინფორმაციით, Startup Georgia Ltd.-ის 100% წილს JSC Partnership Fund ფლობდა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდია, მისი აღმასრულებელი დირექტორი კი დავით საგანელიძე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი. გარდა ამისა, 5 წლის განმავლობაში JSC Partnership Fund-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ახლანდელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო.


საკარანტინე ზონებად სასტუმროების გადაკეთების თაობაზე გაკეთებულ შესყიდვებს შორის, გამოცემა რამდენიმე მათგანს მიიჩნევს საეჭვოდ. ერთ-ერთი Group Inn-ია, რომელიც სასტუმროებს - Iveria Inn, Gudauri Inn, Bakuriani Inn, და Royal Inn ფლობს. მათ მთავრობასთან შეთანხმებას ხელი 13 მარტს მოაწერეს, რომლის მიხედვით Iveria Inn-თან კონტრაქტის ღირებულებამ 1 488 640 ლარი, Gudauri Inn-თან - 700 000 ლარი, Bakuriani Inn-თან კი 675 740 ლარი შეადგინა. გამოცემის ცნობით, Group Inn-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია პაატა კოკაია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ფონდის მხარდამჭერია და 2018 წელს მას 55 000 ლარი შესწირა. Iveria Inn-ის ყოფილ დირექტორს, რევაზ თავართქილაძეს კი ქართული ოცნებისთვის 10 000 ლარი აქვს შეწირული.


სასტუმრო ყვარლის ედემის დირექტორმა და მფლობელებმა ქართულ ოცნებას ჯამში 65 000 ლარი შესწირა. რამდენიმე დღეში კი კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით ტურიზმის ადმინისტრაციისაგან 277 300 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო. გარდა ამისა, ყვარლის ედემის მთავარი პარტნიორი Zimo Ltd-ა, რომელიც კომპანიის 50% წილს ფლობს. Zimo Ltd ქართული ოცნების მხარდამჭერია და 2019 წელს 100 000 ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული.


Bellingcat-ის მიხედვით, კიდევ ერთი კომპანია, კახური ტრადიციული მეღვინეობაა (KTW), სადაც კორონავირუსის მქონე პაციენტებისათვის 81 ადგილი გამოყვეს და სანაცვლოდ 185 670 ლარი მიიღეს. კომპანიას ქართული ოცნებისთვის ჯამში 240 000 ლარი აქვს შეწირული. 


Bellingcat დასკვნის სახით წერს, რომ გამარტივებული შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას, საჯარო შესყიდვებზე საქართველოს კანონი ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სამართლიან კონკურენციას, მიმწოდებლების შერჩევას და სხვა დეტალურ კრიტერიუმებს რაც შერჩევის და გადაცემის პროცესისთვის არის საჭირო. გამოძიება აჩვენებს, რომ კომპანიების, რომელთაგან ზოგი პანდემიის დროს შეიქმნა, დიდი ნაწილის მეწილეები და მფლობელები მმართველი პარტიის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მხარდამჭერები არიან. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი კორუფციაზე. 


წყარო - bellingcat.com

მოამზადა - ნინო თამაზაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up