ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა

access_time2020-10-21 11:00:00

ბელგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის საკითხებში სამთავრობო კომისარი დანიშნა. მთავრობამ განმარტა, რომ ახალი პოსტის შემოღების აუცილებლობა კორონავირუსის მეორე ტალღამ და მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობამ გააჩინა. კოვიდ-19-ის საკითხებში კომისარი 39 წლის პედრო ფაკონია. ფაკონი ამბობს, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბელგია გაცილებით კარგად არის მომზადებული მეორე ტალღისთვის.


„პირბადეების, სადეზინფექციო საშუალებების, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგები გვაქვს. დღეს გაცილებით დიდი ცოდნა გვაქვს ვირუსზე, ვიდრე მარტში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია და ჩვენ დღეს უკეთ შეგვიძლია ხანდაზმულების დაცვა. ჩვენ ზომებს ვიღებთ დღეს, რადგან ხვალ არ დაგვჭირდეს ქვეყნის სრული დახურვა. სიტუაცია შემაშფოთებელია, სერიოზულია, მაგრამ კრიტიკული არ არის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საავადმყოფოებზე არ იყოს ზეწოლა. დღესდღეობით უკეთესად მუშაობს კონტაქტების დადგენის პროცედურა. სპეციალური ფორმა, რომელიც კონტაქტების აღრიცხვის მიზნითაა შემოღებული მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ შეავსო. წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ ტესტირება სავალდებულოა და ესეც შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს. გასაუმჯობესებელია და დასახვეწი ტესტირების სისტემა და პროცედურები. თუ პაციენტს ტესტის პასუხის მისაღებად რამდენიმე დღე უწევს ლოდინი, მაშინ ტესტის გაკეთება აზრს და მის მთავარ დანიშნულებას კარგავს. დამატებითი განმარტების გაკეთებაა საჭირო, რადგან თუ ვამბობთ, რომ ე.წ. აგრესიული ტესტირებაა ძირითადი სტრატეგია, მაშინ პასუხიც პაციენტმა სწრაფად უნდა მიიღოს. დღესდღეობით ლაბორატორიებს შეუძლიათ 60 000-დან 65 000-მდე ტესტის დამუშავება, თუ 65 000-ს გასცდა რაოდენობა, მაშინ მოქალაქეებს ლოდინი უწევთ და ტესტირებაც თავის მთავარ არსს კარგავს. ამ პრობლემის გადაჭრა ერთ დღეში შეუძლებელია, რადგან ლაბორატორიებს ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად დრო და რესურსი სჭირდებათ. ნოემბრის დასაწყისისთვის ლაბორატორიებს მეტი ტესტის დამუშავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და წლის ბოლომდე 100,000-მდეც უნდა ავიდეთ. PCR ტესტირებას დაემატება სწრაფი ტესტირებაც. ჩემი მოვალეობაა სტრატეგიის შემუშავება და მისი მინისტრებისთვის წარდგენა“, - განაცხადა ფაკონმა ბელგიურ რადიო 1-ელთან საუბრისას.




imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up