ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსის ცუნამთან ძალიან ახლოსაა

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსის ცუნამთან ძალიან ახლოსაა

access_time2020-10-19 23:49:00

ბელგია ძალიან ახლოსაა ვირუსის ცუნამთან, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეგი დე ბლოკიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელსა და რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა.

ამასთან, როგორც ბელგიის ფედერალურმა მინისტრმა, ფრანკ ვანდერბრიუკემ განაცხადა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე აკონტროლებენ.

„ჩვენ ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი ვართ. მართლა ძალიან ახლოს ვართ ცუნამთან, როცა ვეღარ გავაკონტროლებთ სიტუაციას. დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე. თუ ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზრდება, მოგვიწევს არაკოვიდინფიცირებული პაციენტების მკურანლობა კიდევ გადავდოთ, რაც ასევე ძალიან საშიშია. ერთადერთი გზავნილი გვაქვს საზოგადოებასთან, დაიცავით საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები“, – განაცხდა ფრანკ ვანდერბრიუკემ.


ბელგიაში ყოველდღიურად საშუალოდ, 8 000 დან 10 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. საერთო ჯამში, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში 222 253 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 413 გარდაიცვალა.

1tv.ge




დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
access_time2021-06-22 20:47:09
დაზღვევის განათლების...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-22 21:00:51
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 238 დღიანი ხანგრძლივობის კომენდანტის საათი 1-ლი ივლისიდან უქმდება კომენდანტის საათი 1-ლი იბლისიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოსვე გადაწყვეტილებით 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება...

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისა და საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-22 18:05:44
22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.87 თეთრი 3.1566-მდე გამყარდა 3.1566-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსის ცვლილებამ მხოლოდ 0.007 თეთრი შეადგინა და კურსი 3.1550-ით განისაზღვრა. ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან: 1.13 თეთრით 3.7545-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.37 თეთრით 4.3810-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.81 თეთრით 4.31-40-მდე, აზერბაიჯანულ...

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება

ურეკი ზაფხულის სეზონს ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფონზე ხვდება
access_time2021-06-22 17:00:53
გადათხრილი გზები, მტვერი, ბუღი, ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები, ჩაბნელებული ქუჩები - ურეკში მდებარე სასტუმროების ნაწილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დაბაში ჩასულ სტუმარს ეს რეალობა დახვდება. კურორტზე არ არის გასართობი დაწესებულებები, კერძო სექტორი კი ამ მიმართულებით კვლავ არ...

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა
access_time2021-06-22 16:20:32
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო. საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ–ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. „იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ...


მსგავსი სიახლეები

up