ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

access_time2019-11-22 16:30:08

სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.  

„დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი.


მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებით?!


მირზა: -ბატონო მოსამართლევ (თქვენო უმაღლესობავ, ვუსწორებ მე), არ ვიმართლებ თავს, რადგან მრცხვენია, მრცხვენია, რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენს წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა. მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა. ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით შეზღუდული შესაძლებლობებისაა და საწოლში წევს, მკურნალობა ძალზედ ძვირი ჯდება.
მოსამართლე: -მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი, დაზღვევა ხომ გაქვთ?


ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართულ სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევის მუშაობის სქემას. მოსამართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ, რომ რაღაცნაირად მგონი ეცოდება საქართველო.



მოსამართლე: -გასაგებია, მაგრამ ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს.


ადვოკატი:
-თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ აქვს და თანახმა ვართ ზარალი ავანაზღაუროთ, მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომელსაც არ აქვს შვილის წამლის ფული და შეიძლება ამის გამო დაიღუპოს. ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე. ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობიდან და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა -ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი და დანაშაულის საფუძველი და მიზეზი (კიდევ ბევრი ისაუბრა)... გმადლობთ, მე დავასრულე.

მირზას შევხედე, უფრო მეტად შევერცხლოდა თმა, მგონი გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან, ის დამნაშავეს არ გავდა.


მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება:


“მირზა... საქართველოს მოქალაქე... ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით... ცნობილ იქნას დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში. მაღაზიას ეთხოვოს მირზას შვილს გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით. ასევე, ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს (სახელს და გვარს არ ვწერ). მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი.


მირზა არ შეასახლეს ციხეში!


გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი: როდის, ჩემო ქვეყანავ, როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო, ადვოკატი (მარკ სამპერმანსი) და ძალა კანონისა!
დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს, მთავარანგელოზობას გილოცავთ!“-წერს ბალამწარიშვილი. 


„კომერსანტი“

თეგები:
ბელგია



ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...


მსგავსი სიახლეები

up